სოლიანი ტაბლეტი 400მგ  #30

სოლიანი ტაბლეტი 400მგ #30

თურქეთი

ზენტივა
პროდუქტის შესახებ
სოლიანი
SOLIAN
საერთაშორისო დასახელება - amisulpride

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

ჩვენებები
პროდუქტიული (მაგალითად: ბოდვა, ჰალუცინაციები, აზროვნების მხრივ დარღვევები) და/ან ნეგატიური (მაგალითად: აფექტური ეპიზოდები, ემოციურობის არარსებობა და ურთიერთობისგან თავის დაღწევა) დარღვევებით თანმხლები მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის მკურნალობა, მათ შორის ჭარბი ნეგატიური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში.

მიღების წესები და დოზები
მწვავე ფსიქოტროპული ეპიზოდების შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში 400-800მგ დოზის შიგნით მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია დღე-ღამეში 1200 მგ-მდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ. შერეული ნეგატიური და პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის დოზების შერჩევა ხდება პრიდუქტიული სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის უზრუნველყოფით, საშუალოდ 400 მგ-დან 800 მგ-მდე დოზირების შერჩევით. შემანარჩუნებელი მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნით. კლინიკურად ნეგატიური სიმპტომატიკის სიჭარბის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღე-ღამეში 50-300 მგ დოზის შიგნით მიღება. დოზების შერჩევა ინდივიდუალურია. დღე-ღამეში 400 მგ მეტი დოზა ინიშნება 2-ჯერ მიღებით. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის შესაძლებელი განვითარების მიზეზით. თირკმელების უკმარისობა ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს, კრეატინინის კლირენსი (CRcl) 30-60 მლ/წთ, ენიშნებათ ნახევარი დოზა ხოლო CRcl 10-30 მლ/წთ დოზის 1/3.

უკუჩვენება
- ამისულფრიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
- თანმხლები პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად: ჰიპოფიზის პროლაქტინომა და სარძევე ჯირკვლების კიბო.
- ფეოქრომოციტომა.
- ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).
- ლაქტაციის პერიოდი.
- თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ დაბალი)
- სულტოპრიდთან ერთად. - დოფამინერგულ აგონისტებთან (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი) კომბინაციაში, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გარდა (იხ. "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან"). სიფრთხილით – ეპილეფსია, პარკინსონიზმი, ხანდაზმული ასაკი, თირკმელების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის განმავლობაში ამისულფრიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური საფრთხე გაუმართლებელია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზენტივა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
სულპირიდი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
მოცულობა
400მგ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი