დროქსინატი Ethylmethylhydroxypyridine succinate ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი შემადგენლობა: აქტური ნივთიერება: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი 50მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), საინექციო წყალი.
ჩვენებები: ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები; დისცირკულატორული ენცეფალოპათია; ვეგეტატური დისტონიის სინდრომი; ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური აშლილობები; შფოთვითი აშლილობები ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობისას; აბსტინენციური სინდრომის კუპირება ალკოჰოლიზმისას, ნევროზის მსგავსი და ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი აშლილობების უპირატესობით; მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით; მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი).
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევები. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ბავშვები და მოზარდები.
გამოყენების წესი და დოზები: დოზირების რეჟიმი: ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად (ნაკადით ან წვეთოვნად). ინფუზიის წესით შეყვანისას პრეპარატი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში. ნაკადით დროქსინატი შეიყვანება ნელა, 5-7წთ განმავლობაში, წვეთოვნად სიჩქარით 40-60 წვეთი წუთში. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200მგ. ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებისას, დროქსინატი გამოიყენება პირველი 10-14 დღე ინტრავენურად წვეთოვნად 200-500მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ ინტრამუსკულარულად 200-250მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში. დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას დეკომპენსაციის ფაზაში, დროქსინატი უნდა დაინიშნოს ინტრავენურად ნაკადით ან წვეთოვნად დოზით 200-500მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში. შემდეგ ინტრამუსკულარულად 100-250მგ-დღე-ღამეში შემდგომი 2 კვირის განმავლობაში. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის საკურსო პროფილაქტიკისთვის, პრეპარატი შეიყვანება ინტრამუსკულარულად დოზით 200-250მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. მსუბუქი კოგნიტური დარღვევებისას ხანდაზმულ ავადმყოფებში და შფოთვითი აშლილობებისას, პრეპარატი გამოიყენება ინტრამუსკულარულად 100-300მგ-დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში. აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომისას, დროქსინატი შეიყვანება დოზით 200-500მგ ინტრავენურად წვეთოვნად ან ინტრამუსკულარულად 2-3-ჯერ დღე-ღამეში 5-7 დღის განმავლობაში. ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაციისას, პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად დოზით 200-500მგ-დღე-ღამეში 7-14 დღის განმავლობაში. მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესებისას (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი), პრეპარატი ინიშნება პირველი დღე-ღამე როგორც წინასაოპერაციო, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც. შესაყვანი დოზები დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე. პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით, მხოლოდ მდგრადი დადებითი კლინიკურ-ლაბორატორიული ეფექტის შემდეგ. მწვავე შეშუპებითი (ინტერსტიციული) პანკრეატიტისას-პრეპარატი ინიშნება 200-500მგ 3-ჯერ დღეში, ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში) და ინტრამუსკულარულად. ნეკროზული პანკრეატიტის მსუბუქი ხარისხის სიმძიმე-100-200მგ 3-ჯერ დღეში ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში) და ინტრამუსკულარულად. სიმძიმის საშუალო ხარისხი-200მგ 3-ჯერ დღეში, ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში). მძიმე მიმდინარეობა – პულს-დოზირებაში 800მგ პირველი დღე-ღამე, ორჯერადი შეყვანის რეჟიმისას, შემდეგ 200-500მგ 2-ჯერ დღეში დღეღამის დოზის თანდათანობითი შემცირებით. უკიდურესად მძიმე მიმდინარეობა-საწყისი დოზირება 800მგ-დღე-ღამეში პანკრეატოგენური შოკის გამოვლინებების მდგრად კუპირებამდე, მდგომარეობის სტაბილურობის მიხედვით- 300-500მგ 2-ჯერ დღეში ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში), დღე-ღამის დოზირების თანდათანობითი შემცირებით.