საერთაშორისო დასახელება - Melatonin შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 5 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი. ფარმაკოლოგიური თვისებები: წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს. პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
ჩვენება: მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში: უძილობა, ძილის რითმის დარღვევა ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება: მელატონინი ლაროფარმი მიიღება მოზრდილებში პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.