ვოლტარენი სანთელი რექტალური 100მგ #10
ვოლტარენი სანთელი რექტალური 100მგ  #10

ვოლტარენი სანთელი რექტალური 100მგ #10

თურქეთი

სანოფი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - DICLOFENAC NATRIUM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:
ანთებითი და დეგენერაციული ფორმის რევმატიული დაავადებები:

რევმატოიდული ართრიტი;
იუვენილური რევმატიდული ართრიტი (მხოლოდ 25 მგ კუჭში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი და 25 მგ რექტალური სუპოზიტორია);
მაანკილოზირებელი სპონდილიტი;
ოსტეოართროზი;
სპონდილოართრიტი;
ხერხემლის მხრივ ტკივილები;
არასახსროვანი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადება;
პოდაგრას მწვავე შეტევა (მხოლოდ კუჭში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი);
პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის დროს, რომელთა თანმხლებია ანთებითი პროცესი და შეშუპება;
გინეკოლოგიური დაავადებები, რომელთა თანმხლებია პირველადი დისმენორეა და ადნექსიტი.
როგორც დამატებითი საშუალება ვოლტარენი გამოიყენება ყურის, ყელისა და ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ტკივილის შეგრძნებით, მაგალითად ფარინგიტის, ტონზილიტის, ოტიტის (გამონაკლისს წარმოადგენს ტაბლეტი რეტარდი).

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 100-150 მგ/დღე-ღამეში, განსაკუთრებით დაავადების მსუბუქი ფორმების დროს. ხანგრძლივი დროით პრეპარატის მიღებისას დღეღამური დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს.

დღეღამური დოზა საჭიროა გავყოთ რამდენიმე მიღებაზე, დამატებით შესაძლებელია ვოლტარენის სუპოზიტორიის გამოყენება ძილის წინ, მაგრამ დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს.
პირველადი დისმენორეის დროს დღეღამური დოზა დგინდება ინდივიდუალურად და შეადგენს 50-150 მგ-ს. საწყისი დოზა უნად შეადგენდეს 50-100 მგ-ს; აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე მენსტრუალური ციკლის განმავლობაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 150 მგ/დღე-ღამეში. პრეპარატის მიღების დაწყება შესაძლებელია პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე. კლინიკური ეფექტის მიხედვით შესაძლებელი მკურნალობის გახანგრძლივება რამოდენიმე დღით.
6-დან 15 წლამდე ბავშვებში მიიღება მხოლოდ 25 მგ-იანი ტაბლეტები. დღეღამური დოზა შეადგენს 0.5-2 მგ/კგ სხეულის წონაზე (2-3-ჯერ დაავადების სიმძიმის მიხედვით).
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ დღეღამური დოზა შესაძლებელია გავზარდოთ მაქსიმალურად 3 მგ/კგ (რამდენიმე მიღებად).
16-დან 18 წლამდე მოზარდებში შესაძლებელია 50 მგ პრეპატის გამოყენება.

ტაბლეტები უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით სასურველია ჭამამდე.
გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმები, დისპეფსია, მუცლის შებერვა, ანორექსია; იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (სისხლით ღებინება, მელენა, დიარეა), კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რომლის თანმხლებია სისხლდენა და პერფორაცია;

ცალკეული შემთხვევებში - აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი;

საჭმლის მონელების მხრივ ცვლილებები, ნაწლავში დიაფრაგმის მსგავსი სტრიქტურის განვითარება ნაწლავში, ნაწლავის ქვედა ნაწილის მხრივ დარღვევები, ისეთი როგორიცაა: არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, ყაბზობა, პანკრეატიტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
100მგ
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი