ვურდონი ტაბლეტი 100მგ #10

ვურდონი ტაბლეტი 100მგ #10

საბერძნეთი

ჰელპ ს.ა.
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის დიკლოფენაკი.

ჩვენებები: გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობისას, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: სახსრების მწვავე ანთებითი პროცესი (ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები.; სახსრების ქრონიკული ანთებითი პროცესი (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი); ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები; რბილი ქსოვილების რევმატიზმი; ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება. რადგან შესაძლებელია აქტიური ნივთიერების დიკლოფენაკის დაგვიანებული გამოთავისუფლება დიკლო-დენკ 50-დან, არ არის რეკომენდებული დიკლო-დენკ 50-ის დანიშვნა პაციენტებში, ვისაც ესაჭიროება დაუყოვნებლივი ეფექტი.

უკუჩვენებები: თუ პაციენტი ალერგიულია დიკლოფენაკის ან ამ მედიკამენტში სხვა კომპონენტების მიმართ; თუ ანამნეზში აღენიშნებოდა ასთმური შეტევა, ცხვირის ლორწოვანი მემბრანის შეშუპება ან კანის რეაქცია, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცინის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან; უცნობი მიზეზით გამოწვეული სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა; თუ პაციენტს აქვს აქტიური ან ანამნეზში ჰქონდა კუჭის და-ან დუოდენური წყლული (წყლულოვანი დაავადება) ან ჰემორაგიები (წყლულის ან სისხლდენის 2 ან მეტი შემთხვევა); თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან; ცერებრალური (ცერებროვასკულარული სისხლდენა) ან სხვა აქტიური ჰემორაგიები; ღვიძლის ან თირკმელების დისფუნქცია; გულის მწვავე დაავადება (კარდიალური უკმარისობა); თუ პაციენტს აღმოაჩნდა გულის ავადმყოფობა და-ან ცერებროვასკულარული დაავადება მაგალითად გულის შეტევა, ინფარქტი, მინი-ინფაქტი (TIA) ან გულის ან ტვინის სისძარღვების ბლოკირება ან ბლოკირებული არხების გაწმენდის ოპერაცია. სისხლის მიმოქცევის მხრივ პრობლემები (პერიფერიული არტერიული დაავადებები); ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. დიკლო-დენკ 50 გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რაგან აქტიური ნივთიერების შემცვლელობა ძალიან მაღალია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰელპ ს.ა.
ქვეყანა
საბერძნეთი
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი