მეთლივი ტაბლეტი #30

მეთლივი ტაბლეტი #30

რუმინეთი

ფარმექს რომ ინდუსტრი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - მეთლივი #30ტ

აქტიური ინგრედიენტები ტაბლეტში: არტიშოკის (Cynara scolymus) ექსტრაქტი სტანდარტიზებული Cynarin 5% - თვის - 200 მგ; ადემეთიონინი -100 მგ; ალფა - ლიპოის მჟავა - 100 მგ; ქოლინი - 100მგ; არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიკონის დიოქსიდი.

არტიშოკი, ანტიოქსიდანტ Cynarin- ის და პრებიოტიკ ინულინის წყაროა. ექსტრაქტი მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, ფენოლის მჟავები და ფლავონოიდები ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული ეფექტით. ცინარინი ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას, მონაწილეობს ცხიმების მონელებასა და საკვებიდან ვიტამინების ათვისებაში. ინულინი ზრდის სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობას ნაწლავში. ადემეთიონინი მონაწილეობს ორგანიზმის ოქსიდაციური სტრესისგან ფიზიოლოგიური დაცვის მექანიზმში (ცისტეინის წინამორბედი, წარმოადგენს გლუტათიონის ერთ ამინომჟავას). ალფა-ლიპოისმჟავა (ALA) ყველა უჯრედის შემადგენელი კომპონენტია, მონაწილეობს აერობულ მეტაბოლიზმში (ჟანგბადის გამოყენებით გლუკოზის გარდაქმნა ენერგიად). მისი ანტიოქსიდაციური მოქმედება განაპირობებს დიაბეტის მართვას, ანთებითი პროცესის შემცირებას, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას. ქოლინი მონაწილეობს ლიპიდების მეტაბოლიზმში, ეხმარება ცენტრალურ ნერვულ სისტემას მეხსიერების, განწყობის კონტროლში, უჯრედებს მემბრანების ჩამოყალიბებასა და აღდგენაში, ლიპიდების დაშლასა და ენერგიად გარდაქმნაში.

რეკომენდებულია საჭმლის მონელების და ნაწლავის მიკრობული ბალანსის გასაუმჯობესებლად, ანტიოქსიდაციური აქტივობისთვის, ალკოჰოლ ასოცირებული ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში ღვიძლის დასაცავად.

მიიღება: 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენების, უკუჩვენებების, ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ უნდა იყოს მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი.

შენახვისვადა: 3 წელი.
შენახვისპირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმექს რომ ინდუსტრი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
არტიშოკი+ადემეთიონინი+ალფა ლიპო მჟ+ქოლინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი