გამოყენების ჩვენება : გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანზე ანთებითი პროცესების დროს ლორწოვანის გაღიზიანებისას. ფიტოსპრეის ფლაკონის მოწყობილობა ხელს უწყობს მოქმედი ნივთიერების თანაბარზომიერ გაფრქვევას და გადანაწილებს ლორწოვანზე და შესაბამისად უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას, თავის მხრივ ზეთოვანი ფუძე გარს აკრავს ლორწოვანის ზედაპირს და ხელს უშლის ახალი ინფექციების შეღწევას. გამოყენების წესი:
1.აიღეთ ხელში ფლაკონი და შეანჯღრიეთ. 2.მოხსენით თავსახური გამაფრქვეველს. 3.ფლაკონი მიიბრუნეთ გამაფრქვეველით თქვენსკენ. 4.დაატრიალეთ გამაფრქვევლის ძირი საათის ისრის საწინააღმდეგოდ 90რ იანი კუთხით. 5.მოათვსეთ გამაფრქვეველი პირის ღრუში. 6.4-6 ჯერ დაჭერით გააფრქვიეთ ფიტოსპრეი პირის ღრუში. ფლაკონი გეჭიროთ ვერტიკალურად! გამაფრქვეველზე ერთი დაჭერით გამოიფრქვევა მოქმედი ნივთიერება დაახლოებით 100 მგ -ის ოდენობით. 7.გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ გამაფრქვეველის თავი ქაღალდის ხელსახოცით, დააბრუნეთ გამაფრქვევლის ძირი საწყის მდგომარეობაში. დაახურეთ გამაფრქვეველს თავსახური. ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის. გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ. სასურველია ფიტოსპრეის განმეორებით გამოყენება საკვების , ან სითხის მიღების შემდეგ, რათა აღდგეს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანის ზედაპირული გარსი. ფიტოსპრეი გამოიყენება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. თუ სიმპტომები (დისკომფორტის შეგრძნება, ყელის ტკივილი) არ ალაგდა აღნიშნული საშუალების გამოყენების ერთ კვირიანი კურსის შემდეგ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკიდან. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ.
შენახვის პირობები: პროდუქტი ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, კარგად თავდახურულ, ორიგინალურ ფლაკონში, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25რ C. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!