რას წარმოადგენს იმომედი და რისთვის გამოიყენება ის: იმომედი არის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწვავე აშლილობის ან გახანგრძლივებული დიარეის (ქრონიკული) მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის. იმომედი ასევე გამოიყენება ნაწლავთა ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ განვითარებული დიარეის სამკურნალოდ.
მიღება მოზრდილებში მწვავე აშლილობის დროს მკურნალობის დასაწყისში მიიღება 2 ტაბლეტი (4მგ. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი), ხოლო ამის შემდეგ 1 ტაბლეტი ( 2მგ.) კუჭის ყოველი ფაღარათული მოქმედების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტისა (16მგ) დღე-ღამეში.თუ კუჭის მოქმედება ნორმალიზდება ან 24 საათის განმავლობაში აშლილობა აღარ შეგაწუხებთ, შეწყვიტეთ იმომედის ტაბლეტების მიღება. ქრონიკული დიარეის დროს საწყისი დოზა კორეგირდება დღე-ღამეში 1-2 ნორმალური კუჭის მოქმედების მიღწევამდე, რომელისთვისაც მიიღება 1-დან 6 ტაბლეტამდე (2-12მგ) დღე-ღამეში . მიღება ბავშვებსა და მოზარდებში: ბავშვებში დოზა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის მასას (3 ტაბლეტი 20კგ-ზე).12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ კი თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა (8მგ) დღე-ღამეში. 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში- მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ კი თითო ტაბლეტიყოველი თხიერი განავლის შემდეგ. არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. 6-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში- მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ კი თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ, არაუმეტეს 2 ტაბლეტისა (4მგ) დღე-ღამეში.
ტაბლეტების მირება ეკომენდებულია დაუღეჭავად წყალთან ერთად. იმომედის მიღების ხანგრძლივობა მწვავე დიარეის დროს შეადგენს 2 დღეს. თუ აშლილობა გაგრძელდა 2 დღეზე მეტ ხანს , მაშინ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს. ხანგრძლივი ქრონიკული დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
იმომედის შენახვა შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.