ციტიქოლი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 1000მგ/4მლ ამპულა #5
ციტიქოლი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 1000მგ/4მლ ამპულა #5

ციტიქოლი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 1000მგ/4მლ ამპულა #5

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ციტიკოლინი 1000მგ/4მლ #5ა

ციტიკოლინის აღწერა და გამოყენება
მოცემული პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ციტიქოლინის ნატრიუმის მარილს, რომელსაც აქვს ტვინის უჯრედების ფუნქციის გამაუმჯობესებელი მოქმედება.
ციტიკოლინი გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით პარკინსონის სინდრომის მკურნალობისას, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებას, რომელიც ზოგადად ვლინდება შედარებით ხანდაზმული ასაკში და ხასიათდება ტვინის ფუნქციის ნელი, მაგრამ თანდათანობით დაქვეითებით ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტრემორი და რიგიდობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თავი შეიკავეთ პრეპარატის გამოყენებისგან ორსულობის პერიოდში,თუ ექიმი არ გადაწყვეტს,რომ ეს უკიდურესად აუცილებელია.

ციტიკოლინის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის
შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და შეყვანის წესს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-500 მგ-ს ერთხელ ან ორჯერ დღეში, ან 1000 მგ-ს ერთხელ დღეში. პარკინსონის დაავადების ან პარკინსონის სინდრომის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-ს
დღეში თერაპიული კურსის სახით 3-4 კვირის განმავლობაში.
პრეპარატი შეიყვანება კუნთში (ინტრამუსკულარული) ინექციის, ვენაში (ინტრავენურად) ინექციის ან უშუალოდ ვენაში წვეთოვანი გზით (ფლებოკლიზი).

ციტიკოლინის შენახვის წესი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე წარწერა ავარგისიაა-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
ციტიქოლინი
დოზა
1000მგ/4მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი