ლოპერმიდი ტაბლეტი 2მგ  #20

ლოპერმიდი ტაბლეტი 2მგ #20

თურქეთი

დევა ჰოლდინგი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ლოპერამიდი-2მგ #20ტ

ჩვენება:
სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეის სიმპტომატური მკურნალობა (ალერგიული, ემოციური, წამლისმიერი, გამოწვეული რენტგენის დასხივებით);
კვების რეჟიმის და საკვების ხარისხობრივი შემადგენლობის შეცვლა;
მეტაბოლიზმის და შეწოვის დარღვევა;
ინფექციური ბუნების დიარეა;
არასეპტიური ფორმის მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი;
წყლულოვანი კოლიტი;
ილეოსტომის დადების შემდეგ.

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში და ბავშვებში 5 წლის ზევით მწვავე დიარეის დროს საწყისი დოზა შეადგენს შესაბამისად _2 ტაბლეტი და _1 ტაბლეტი; შემდგომში _ 1 ტაბლეტი ყოველი თხიერი დეფეკაციის შემდეგ. ქრონიკული დიარეის დროს მოზრდილებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს, ბავშვებისათვის _ 1 ტაბლეტს ყოველდღიურად, შემდგომში დგინდება შემანარჩუნებელი დოზა, როდესაც აღინიშნება დეფეკაცია ნორმალური განავალით 1-2 ჯერ დღეში. მაქსიმალური კონცენტრაცია მწვავე და ქრონიკული დიარეის დროს არ აღემატება 8 ტაბლეტს მოზრდილებისათვის და 3 ტაბლეტს 20კგ/წონაზე ბავშვებისათვის.
ნორმალური დეფეკაციის ჩამოყალიბებისას ან 12 საათის განმავლობაში დეფეკაციის არ არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება.

გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარით, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, დისკიმფორტის შეგრძნება. აღნიშნული მოვლენები, როგორც წესი, ვლინდება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
იშვიათად, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა ან უზილობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, დეფეკაციის აქტის ხანგრძლივი შეკავება. ძალიან იშვიათად _ ნაწლავური გაუვალობა.
ჭარბი დოზირებისას ანტიდოტის სახით იყენებენ ნალოქსონს (ინტრავენურად დოზით 0,4მგ/მლ 2-3 წუთიანი ინტერვალით, მრავალჯერადად), რადგანაც ლოპერამიდის ეფექტის ხანგრძლივობა აღინიშნება 1-3 საათის განმავლობაში. შემდგომში აუცილებელია გაძლიერებული დაკვირვება 48 საათის განმავლობაში.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25 რ C
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დევა ჰოლდინგი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლოპერამიდი
დოზა
2მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი