დასახელება - ქოლედევიტი კაფსულა 5600სე #30 ინსტრუქციის შინაარსი: რას შეიცავს ქოლედევიტი რისთვის გამოიყენება ქოლედევიტი რა არის ქოლედევიტი სანამ მიიღებთ ქოლედევიტს ქოლედევიტის მიღების წესი ქოლედევიტის შენახვის პირობები რას შეიცავს ქოლედევიტი აქტიური ნივთიერება 1 კაფსულაში ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 140მკგ (5600სე) შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. რისთვის გამოიყენება ქოლედევიტი ძლიერი, ჯანსაღი ძვლები და კბილები ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძლიერი იმუნური სისტემა ნერვული სისტემის მხარდაჭერა მეტაბოლიზმი და წონის დაკლება რა არის ქოლედევიტი ვიტამინი D3 აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ჯანსაღი ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციას. ვიტამინი D3 არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ცნობილია როგორც „მზის ვიტამინი“, იგი უზრუნველყოფს კალციუმის ეფექტურ შეწოვას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ფუნქციონირებაში, უჯრედის გამრავლების პროცესში და აძლიერებს იმუნიტეტს. ვიტამინი D3 ხელს უწყობს ნერვული სისტემის, ფილტვებისა და გულის ჯანსაღ ფუნქციონირებას და აძლიერებს ინფექციებისგან დაცვის ფუნქციას. სანამ მიიღებთ ქოლედევიტს არ მიიღოთ ქოლედევიტი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული დიეტის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ქოლედევიტის მიღების წესი 1 კაფსულა დღეში. ქოლედევიტის შენახვის პირობები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ქოლედევიტი მუყაოს კოლოფზე ან ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.