ჩვენებები თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია კუნთების, რევმატოლოგიური, ტრავმული და ნევროლოგიური დაავადებების (სპაზმებითა და კონტრაქტურებით) სიმპტომატური თერაპიის დროს, ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს. - კისერმრუდობა - დორსალგია - ხერხემლის მალების დეგენერაციული დაავადება, როგორიცაა ლუმბალგია - ხერხემლის მალას სტატიკური პათოლოგია - სპასტიურობით მიმდინარე ტრავმატული და ნევროლოგიური წარმოშობის დარღვევები - რეაბილიტაციის დროს მიღების წესები და დოზები მოზრდილთა დოზა რეკომენდებულია ერთი ან ორი კაფსულა დღეში ორჯერ. მკურნალობის რეკომენდებული კურსია 5-7 დღე. კაფსულები მიიღება ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის შემდეგ. კლინიკურად მძიმე შემთხვევებში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ამპულის ინტრამუსკულური გამოყენებით (ერთი ამპულა შეიცავს 4 მგ თიოკოლხიკოზიდს). ინტრამუსკულური გამოყენებისას მკურნალობის რეკომენდებული კურსია 3-5 დღე. ოპტიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1-2 საათით ადრე. ბავშვების დოზა თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული. უკუჩვენება თიოკოლხიკოზიდი უკუნაჩვენებია მის ან კოლხიცინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, კუნთების ჰიპოტონიისა და სუსტი დამბლის დროს. ორსულობა და ლაქტაცია B ან C კატეგორიის პრეპარატი ვინაიდან ორსულ ქალებში არ არსებობს სათანადო, კარგად კონტროლირებული კვლევები, იგი არ გამოიყენება ორსულობის დროს. ლაქტაცია: თიოკოლხიკოზიდი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.