- რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთება (დაჭიმვის, გადატვირთვისა და დაჟეჟილობის შედეგად);
- რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანებები და სხვა);
- ტკივილის სინდრომი და შეშუპება, დაკავშირებული კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტები, ლუმბაგო, იშიასი და სხვა).
გამოყენების წესი და დოზები
კლოდიფენის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. კლოდიფენის გელის კონცენტრაციის შერჩევა განისაზღვრება ანთებითი პროცესისა და ტკივილის სინდრომის გამოვლინების ხარისხით.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში კლოდიფენის 1%-იან გელს იყენებენ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. გელის დაახლოებით 5-10 სმ-იანი ზოლი (2-4 გ) უნდა წაისვათ კანზე და მსუბუქად შეიზილოთ. გამოყენებული პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული უბნის ზედაპირის სიდიდეზე.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში კლოდიფენის 5%-იან გელს იყენებენ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. გამოყენებული პრეპარატის რაოდენობა – 2 გ-მდე (გელის 4 სმ-მდე სიგრძის ზოლი). უკუჩვენებები
- კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ. შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.