6,5 გრ N10 საშეტი გლუკოზისა და მინერალების სარეჰიდრატაციო მარილი
რეიდრატო წარმოადგენს გლუკოზისა და მინერალების სამედიცინო დანიშნულების კომბინაციას, რომელიც ეფექტურად და სწრაფად აღადგენს ღებინებით, ცხელებით და ძლიერი ოფლიანობით გამოწვეულ წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგს. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს პერორალური რეჰიდრატაცია წარმოადგენს დარღვეული წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის კორექციის უმნიშვნელოვანეს, მარტივ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ სამკურნალო ღონისძიებას.
რეიდრატო შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პირველივე საათებიდანვე. აქვს სასიამოვნო ფორთოხლის არომატი და მარტივი გამოსაყენებელია. არ შეიცავს გლუტენს და საღებავებს. თავსებადია ცელიაკიის მქონე ბავშვების დიეტასთან. შესაძლებელია გამოყენებული იქნას სიცოცხლის პირველივე დღეებიდან
დოზირება: ერთი პაკეტი იხსნება 250 მლ წყალში და მიიღება ყლუპ - ყლუპად. რეკომენდებულია მიღებისას გათვალისწინებული იყოს დეჰიდრატაციის ხარისხი და ბავშვის ასაკი. მძიმე ხარისხის დიარეის დროს რეკომენდებულია ბავშვმა დალიოს 40-50 მლ ხსნარი კგ წონაზე პირველი 10 საათის განმავლობაში. მომდევნო 12 საათის განმავლობაში 10-50 მლ / კგ სხეულის მასაზე, შემდეგ 10 მლ / კგ სხეულის მასაზე ყოველი დიარეის შემდეგ. მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის არის 1 ლიტრი მომზადებული ხსნარი (4 პაკეტი). კურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
45527
ბრენდი
ფარმალაიფი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ნატრიუმის ქლორიდი+ნატრიუმის ციტრატი უწყლო+კალი ქლორიდი+უწყლო გლუკოზა