რისთვის გამოიყენება ციტიქოლი ციტიქოლინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, სახელწოდებით „ფსიქოსტიმულატორები“, რომლებიც გამოიყენება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების, გლაუკომისა და ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების პროგრესირებადი დაკარგვის დროს.
რა არის ციტიქოლი ციტიქოლინი არის ფოსფოლიპიდი, რომელიც შედგება რიბოზას, პიროფოსფატის, ციტოზინისა და ქოლინისგან. წყალში ხსნადია და ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. ციტიქოლინი ენდოგენური წარმოშობისაა, როგორც შუამავალი ქოლინიდან ფოსფატიდილქოლინის წარმოების პროცესში, რომელიც შემდეგ ჰიდროლიზდება წვრილ ნაწლავში, რათა ქოლინი და ციტიდინი ხელმისაწვდომი გახდეს შემდგომი ბიოსინთეზისთვის. ციტიქოლინი არის ფსიქოსტიმულატორი ან ნოოტროპული საშუალება, რომელიც კვებავს და ამცირებს ნერვული უჯრედების დაზიანებას თავის ტვინთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესების დროს. ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინი და ზურგის ტვინი) აქტივობას. თავის ტვინში ფოსფოლიპიდების სინთეზის ხელშეწყობით, აღადგენს ნერვულ უჯრედებს (აყალიბებს ნეირონების მემბრანებს). აუმჯობესებს სწავლის, მეხსიერების, მსჯელობის და აზროვნების პროცესებს. შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცნობიერების დარღვევა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ან ტვინთან დაკავშირებული სხვა პრობლემები და პაციენტებს რომელთაც ჩაუტარდათ ოპერაცია.
სანამ მიიღებთ ციტიქოლს არ მიიღოთ ციტიქოლი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული დიეტის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
ციტიქოლის მიღების წესი 1 კაფსულა დღეში
ციტიქოლის შენახვის პირობები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ციტიქოლი მუყაოს კოლოფზე ან ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.