შემადგენლობა ხსნარის 1 მლ შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) 10 000 სე.
ფარმაკო თერაპიული ჯგუფი საკვები დანამატი. კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
თავისებურებები
ვიტამინი D ხელს უწყობს:
* ორგანიზმში კალციუმის სწორ აბსორბციას და უტილიზაციას;
* ჯანმრთელი კბილების და ძვლების შენარჩუნებას;
* კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას;
* იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მიღების წესი და დოზირება ბავშვებში: 1-2 წვეთი დღე-ღამეში (500-1000 სე).
მოზრდილებში: 2-4 წვეთი დღე-ღამეში (1000-2000 სე).
გვერდითი მოვლენები რეკომენდებულ დოზებში საკვები დანამატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
შენახვის პირობები შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში. ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა ვარგისია 2 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.