ენდომოქსი ტაბლეტი #30

ენდომოქსი ტაბლეტი #30

იტალია

პიზეტა ფარმა
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ენდომოქსი ტაბლეტი #30

ზოგიერთი ინფორმაცია ძირითადი ინგრედიენტების შესახებ:
5-MTHF (ფოლატი) ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ამინო მჟავების ნორმალურ სინთეზს. ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური / ჟანგვითი სტრესისგან და რკინის ნორმალურ მეტაბოლიზმს. ვიტამინები B6 და B12 (პირიდოქსინი და მეთილკობალამინი) ხელს უწყობენ ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ერითროციტების ნორმალურ ფორმირებას. ბეტაინი აუმჯობესებს კვერცხუჯრედის და სპერმის ხარისხს, ღვიძლის ფუნქციებს, ხელს უწყობს უჯრედების რეპარაციას და კარნიტინის წარმოქმნას. ის ასევე ეხმარება ორგანიზმს ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში. NAC(N-აცეტილცისტეინი) არის მუკოლიზური და ინსულინსენსიტაიზერული ეფექტის მქონე აქტიური ინგერდიენტი. ის ასევე წარმოადგენს, როგორც ძლიერ ანტიოქსიდანტს და ანტიინფლამაციური ეფექტის მქონე სუბსტრატს.
ენდომოქსი® არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ამცირებს თრომბოზების რისკს, აუმჯობესებს კვერცხუჯრედის და სპერმის ხარისხს, ამცირებს ინსულინრეზისტენტობას. ხელს უწყობს ცერვიკალური ლორწოს გამოყოფას და როგორც ანტიინფლამატორი, ბაქტერიული ვაგინოზების დროს ამცირებს ანთებითი პროცესების გადასვლას ნაყოფზე და სპონტანური/განმეორებითი აბორტების შემთხვევებს. ზრდის კლომიფენის ციტრატის ეფექტურობას, ხელს უწყობს კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და აუმჯობესებს ორსულობის დადგომის მაჩვენებლებს.

ჩვენებები და მიღების წესი:

ჩვენება,დოზირება,შენიშვნა:
1-ორსულობის დაგეგმვა ქალებში, მათ შორის,
ქალებში, სადაც აღინიშნება ჰიპერჰომიცისტეინემია - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,ჩასახვამდე 3 თვით ადრე.
2-ქალები, მათ შორის ორსულები, სადაც ჰომოცისტეინის დონე ≥ 10მკმოლი/ლ- 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,მინიმუმ სამი თვე.
3-ქალები, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეფტივებს-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,კონტრაცეპტივის მიღების დაწყებამდე სამი თვით ადრე და კონტრაცეპტივის მიღების პერიოდებში.
4-თრომბოფილია, თრომბოზები-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,მინიმუმ სამი თვე.
5-პრეეკლამფსია, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, სპონტანური და განმეორებითი აბორტები, PCOS, კვერცხუჯრედის და სპერმის ხარისხის გაუმჯობესება - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,3-6 თვე.
6-მიოკარდიუმის ინფარქტი, ათეროსკლეროზი, იშემიური ინსულტი, ჰიპერტენზია, ვენური და არტერიული თრომბოზები, ბადურის ვენის ოკლუზია - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,მინიმუმ სამი თვე.
7-დემენცია და ალცჰეიმერის დაავადება - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ,ხანგრძლივად.
8-ფსორიაზი - 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ , ხანგრძლივად.

გაფრთხილებები
შეინახეთ სამ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაამეტოთ დღიურ რეკომენდირებულ დოზას. კვებითი დანამატები არ მოიაზრება მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების და სწორი ცხოვრების სტილის შემცვლელად. არ მისცეთ პროდუქტი ბავშვებს 3 წლის ასაკამდე.

შენახვა
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. ვადის გასვლის თარიღი გათვალისწინებულია მთელი პროდუქტისთვის, რომელიც სწორად ინახება. არ მიიღოთ პროდუქტი, თუ იგი არის გახსნილი ან დაზიანებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პიზეტა ფარმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
N-აცეტილცისტეინი+ბეტაინი+ვიტ B6+ვიტ B2+ფოლის მჟ+ვიტ B12
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი