ვენოფერი ი/ვ ხსნარი საინექციო 100მგ/5მლ ამპულა #5
ვენოფერი ი/ვ ხსნარი საინექციო 100მგ/5მლ ამპულა  #5

ვენოფერი ი/ვ ხსნარი საინექციო 100მგ/5მლ ამპულა #5

თურქეთი

მეფარ ილაჩ
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Venofer ვენოფერი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ამპულები 5 მლ, შეფუთვაში 5 ცალი, 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 20მგ რკინას
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვის დარღვევისას, რკინის პერორალური პრეპარატების არასაკმარისი ეფექტურობა ან მათ მიმართ აუტანლობა

წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა, ორგანიზმის რკინით გაჯერების ნიშნები, ბრონქული ასთმა, მწვავე ინფექციები

ორსულობა და ლაქტაცია: 1 ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, 2 და 3 ტრიმესტრში ინიშნება სიფრთხილით

გვერდითი მოვლენები: პარესთეზიები, ჰიპოტენზია, დისპეფსიური მოვლენები, ინექციის ადგილას ფლებიტის განვითარება,

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი შეჰყავთ ხანგრძლივი ინექციის ან წვეთოვანის სახით. ინფუზიის დროს პრეპარატის 1 მლ ანზავებენ 20 მლ ფიზიოლ. ხსნარში (5 მლ-100მლ) და მიღებული ხსნარი შეჰყავთ სიჩქარით 15 წთ (10მლ-200მლ-ში, 30წთ და ა.შ.) ვენაში ინექციის დროს კონცენტრირებული განუზავებელი სახით შეჰყავთ ვენაში ნელა 1მლ/წთ სიჩქარით (5მლ/5წთ). ინექციის შემდეგ აუცილებელია ხელის გაშლილ მდგომარეობაში დაფიქსირება. მოზრდილებსა და ხანდაზმულებში პრეპარატი ჩვეულებრივ შეჰყავთ დოზით 5-10 მლ 2-3-ჯერ კვირაში. ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება კუნთში დაუშვებელია, ზომიერად გამოხატული ალერგიული რეაქციის შემთხვევაში რეკომენდებულია ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება, ხოლო მძიმე ალერგიული რეაქციის დროს საჭიროა დაუყონებლივ ადრენალინის შეყვანა. აუცილებელია თავიდან ავიცილოთ სისხლძარღვის ნემსით დაზიანება და პრეპარატის გაჟონვა. პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში დასაშვებია მხოლოდ ფიზიოლოგიურ ხსნართან

ვადა 3 წელი

გერმანია VIFOR-ALTANA
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მეფარ ილაჩ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდის კომპლქსი
დოზა
100მგ/5მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი