ნოვარესტი ტაბლეტი #30

ნოვარესტი ტაბლეტი #30

დიდი ბრიტანეთი

პრიმეა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:

პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 150 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 150 მგ
ბარამბოს მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი – 100 მგ
მაგნიუმის ლაქტატ დიჰიდრატი – 150 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი – 3 მგ


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დეფიციტის შევსებას.
ჩვენებები:
უ მომატებული ნერვული აგზნებადობა;
უ ნერვული დაძაბულობა;
უ გაღიზიანებადობა;
უ შფოთვა, დათრგუნვის შეგრძნება;
უ შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით;
უ ადვილად დაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია;
უ გახშირებული გულისცემა;
უ ძილის დარღვევები, უძილობა, დეპრესიული მდგომარეობები;
უ კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში საშვილოსნოს ტონუსის მომატება.


უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.


გვერდითი მოქმედება:
პრეპარატი ნოვარესტი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.


გამოყენების წესი და დოზირება:
ნოვარესტი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით. პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.

მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.
ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.


ჭარბი დოზირება: სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპაზმური ტკივილები მუცელში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპია.

გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ნოვარესტის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.


გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში:
ნოვარესტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნოვარესტი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრიმეა
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
პასიფლორა+მაგნიუმი+პირიდოქსინი (B-6)
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი