შემადგენლობა 4 მგ/5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 5 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით). 4 მგ/10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 10 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით). 8 მგ/5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 5 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით). 8 მგ/10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 10 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნარტიუმის სახამებელგლიკოლატი, კალციუმის ქლორიდ ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა 4 მგ/5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, მცირედ ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით. 4 მგ/10 მგ ტაბლეტები: კაფსულისმაგვარი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ღარით. ღარი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, ამასთან შეიძლება გამოყენებული იყოს ტაბლეტის გასატეხად, გადაყლაპვის გაადვილების მიზნით. 8 მგ/5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით. 8 მგ/10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ღარით ერთ მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ტოლ ნაწილებად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი აგფ ინჰიბიტორები კომბინაციაში კალციუმის არხების ბლოკატორებთან.
ათქ კოდი: C09BB04.მიღების ჩვენებები ამლესსა ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის და/ან კორონარული არტერიების სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა პერინდოპრილით და ამლოდიპინით.პერორალური მიღებისათვის. მიიღება 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, უმჯობესია დილით, ჭამის წინ.