შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს-აქტიური ნივთიერება: პასიფლორას ბალახის მშრალი ექსტრაქტი 150 მგ, სტანდარტიზებული (3-7-1) 1050 მგ მცენარეული სუბსტანციის შემცველობით; 150 მგ; L-გლიცინი 100 მგ; L-მეთილფოლატი 0,50 მგ; მაგნიუმის L-ტრიონატი 150 მგ; დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზას შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი და კრემნი დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
ჩვენებები: რეკომენდებულია როგორც კვებითი დანამატი შემდეგი მდგომარეობებისას: ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევები; სტრესი; კლიმაქტერული პერიოდი; შაკიკის შეტევები; პრედმენსტრუალური სინდრომი; გაღიზიანებადობა; უძილობა.
დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. კვებითი დანამატის მიღების ხანგრძლივობაა 7-14 დღე. გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსირებული საკვების მაგივრად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება!
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: კვებითი დანამატია. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისას და ძუძუთი კვებისას გამოყენების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.