საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები უროლოგია, ნეფროლოგია → თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები უროლოგიაში → ფიტოპრეპარატები სანურენი
ჩვენებები: - შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი); - დიზურიული მოვლინებები; - თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა; - თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), წვრილი უროლითიაზი; - კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ; - “ნეფროზული სინდრომი“; - არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა; - ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, სპასტიკური კოლიტი, ჰელმინთური ინვაზიები; - შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: სანურენი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ, იშვიათად ფიქსირდება ალერგიული რეაქციები;
გამოყენების წესი და დოზირება: სანურენი ინიშნება მოზრდილებში: ქრონიკული პროცესების დროს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მწვავე პროცესების დროს 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამიდან 20 წუთის შემდეგ. ბავშვებში: 8 წლიდან 1 ტაბ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ორსულობის (II-III ტრიმესტრი) და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.