ვიეტნამის ბალზამი-ოქროს ვარსკვლავი მალამო 4გრ #1
ვიეტნამის ბალზამი-ოქროს ვარსკვლავი მალამო 4გრ #1

ვიეტნამის ბალზამი-ოქროს ვარსკვლავი მალამო 4გრ #1

ვიეტნამი

დანაფა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: პრეპარატის 4 გ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: მენთოლის კრისტალი - 0.455 გ, კამფორი - 0.910 გ, პიტნის ზეთი - 0.590 გ, ევკალიპტის ზეთი - 0.140 გ, მიხაკის ზეთი - 0.228 გ, ჩინური დარიჩინის ზეთი - 0.053 გ. დამხმარე ნივთიერებები: ფუტკრის ცვილი 0.360 გ, პარაფინი 0.750 გ, ვაზელინი 0.230 გ, უწყლო ლანოლინი 0.460 გ, პარაფინის ზეთი 0.100 მლ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივად გამაღიზიანებელი მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ჩვენებები: ბალზამი ნაჩვენებია სიმპტომური პრეპარატის სახით მწვავე სასუნთქი გზების დაავადებების, გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის და მწერების ნაკბენის კომპლექსური მკურნალობის დროს.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია გარეგანი გამოყენებისთვის. თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის დროს ბალზამი შეიზილება კანში საფეთქლისა და კეფის არეში. რინიტებისა და მწვავე სასუნთქი გზების დაავადებების დროს - ცხვირის ნესტოების კანზე და საფეთქლის მიდამოში. მწერების ნაკბენის შემთხვევაში ბალზამი გამოიყენება ნაკბენის ადგილას.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის საფარველის დაზიანება, კანის დაავადებების არსებობა იმ უბნებზე, სადაც გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატი. 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები: თავიდან უნდა იქნას აცილებული ბალზამის მოხვედრა თვალში, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებსა და დაზიანებული კანის უბნებზე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჭარბი დოზირება: აქამდე არ გამოვლენილა ჭარბი დოზირების შემთხვევები.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: მოყავისფრო-ყვითელი ფერის ბალზამი ეთერზეთების სუნით თუნუქის 4გ ქილაში. თითოეული ქილა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: „დანაფა ფარმასიუტიკალ ჯოინთ სთოკ კომპანი”, ვიეტნამი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დანაფა
ქვეყანა
ვიეტნამი
ჯენერიკი
მენთოლი+ქაფური+პიტნის ზეთი+ევკალიპტის ზეთი+დარიჩინის ზეთი+მიხაკის ზეთი
დოზა
4გრ
ფორმა
მალამო
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი