შემადგენლობა: ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ჰიდროქსოკობალამინი 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, ქლორწყალბადმჟავა. ამპულა გამხსნელით შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: დიკლოფენაკ კალიუმი 75 მგ, ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2,63 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.
გამოყენების ჩვენებები: რევმატიზმის გამწვავებები, ანთებითი მონო-და პოლინეიროპათიები.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში ინტრამუსკულარულად. ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას გამხსნელის შემცველი ამპულის შიგთავსის მეშვეობით. ინექცია უნდა გაკეთდეს რამდენიმე საათიანი ინტერვალით 1-ჯერ ან 2-ჯერ დღე-ღამეში, ღრმად კუნთში (თითო ინექცია თითო დუნდულა კუნთში). პრეპარატი კლოდიზონი არ გამოიყენება 2 დღეზე მეტი ხნით. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ყველაზე ეფექტიანი დოზით დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ცალკეული პაციენტის მკურნალობის საჭიროების შესაბამისად.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სხვა აასს-ების მიმართ; გასტროდუოდენური წყლული აქტიურ ფაზაში; გასტროინტესტინური სისხლდენა ან პერფორაცია; ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმა; სისტემური მიკოზი; აქტიური ტუბერკულოზი; ოსტეოპოროზი; იცენკო-კუშინგის სინდრომი; შაქრიანი დიაბეტი; ჰეპატიტი A, B, ჰეპატიტი არა A, არა B და სხვა ვირუსული ინფექციები; ვაქცინაციის პერიოდი; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; კუნთში შეყვანა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მქონე პაციენტებში; პოდაგრა; სისტემური კოაგულანტებით მკურნალობა; ბავშვთა ასაკი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებში.
გამოშვების ფორმა: ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, აღჭურვილი ბრომბუთილის საცობით და flip-off ტიპის კომბინირებული თავსახურით, კომპლექტში გამხსნელთან, რომლის 3 მლ მოთავსებულია ამპულაში. ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი 1 ფლაკონი და გამხსნელის შემცველი 1 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ტიხრის მქონე მუყაოს კოლოფში. ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი 3 ან 5 ფლაკონი და გამხსნელის შემცველი 3 ან 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 1 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.