ფრედულექსი კაფსულა 30მგ #28

ფრედულექსი კაფსულა 30მგ #28

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ფრედულექსი კაფსულა 30მგ #28
რა არის ფრედულექსი® და რისთვის გამოიყენება?
ფრედულექსი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს.
ფრედულექსი® ზრდის სეროტონონის და ნორადრენალინის დონეს ნერვულ სისტემაში.
ფრედულექსი® გამოიყენება მოზრდილებში შემდეგის სამკურნალოდ:
დეპრესია
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის ან ნერვიულობის ქრონიკული განცდა);
დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილი (ხშირად აღწერილი როგორც წვის, ჩხვლეტითი ტკივილის, ჩხვლეტის, მწვავე ტკივილის ან ელექტრო შოკის მსგავსი შეგრძნება. შეიძლება აღნიშნოს დაზიანების უბანში მგრძნობელობის დაკარგვა ან შეგრძნება როგორიცაა შეხება, სითბო, სიცივე ან ზეწოლა, რაც შეიძლება იწვევდეს ტკივილს)
ფრედულექსი® ადამიანების უმრავლესობაში დეპრესიის ან შფოთვის დროს, მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება დაჭირდეს 2-4 კვირა. აცნობეთ ექიმს თუ ამ დროის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ. ექიმმა შეიძლება გააგრძელოს ფრედულექსის® გამოყენება როდესაც თავს უკეთ გრძნობთ, რათა მოხდეს დეპრესიის და შფოთვის რეციდივის პრევენცია.
ადამიანებში, დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილით, მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე კვირა. თუ 2 თვის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.
როგორ გამოიყენება ფრედულექსი®
მედიკამენტები ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფრედულექსი® განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. თქვენ უნდა გადაყლაპოთ კაფსულა მთლიანად, წყლის დაყოლებით.
დეპრესიის, დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილისთვის:
ფრედულექსის® ჩვეული დოზაა 60მგ დღეში ერთხელ, მაგრამ ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაბამის დოზას.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისთვის:
ფრედულექსის® ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, რის შემდეგაც პაციენტების უმეტესობა მიიღებს 60მგ-ს დღეში ერთხელ, მაგრამ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას. დოზა შეიძლება დარეგულირდეს 120 მგ-მდე დღეში ფრედულექსზე® თქვენი პასუხის მიხედვით.
იმისათვის, რომ არ დაგავიწყდეთ ფრედულექსის® მიღება, შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს მისი მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
ჰკითხეთ ექიმს რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ფრედულექსი®. არ შეწყვიტოთ ფრედულექსის® მიღება ან არ შეცვალოთ დოზა ექიმის მითითების გარეშე. დაავადების სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი გაუმჯობესებისთვის. თუ მკურნალობა არ ჩატარდება, მდგომარეობა შეიძლება არ გაქრეს და გახდეს უფრო სერიოზული და ძნელად სამკურნალო.
როგორ ინახება ფრედულექსი®
ფრედულექსი® შეინახეთ ორიგნალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25რC-ზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანტა ფარმა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დულოქსეტინი
დოზა
30მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი