ფარმაკოთერაპიული ჯგუფი პოლივიტამინები. გამოყენების ჩვენებები - ჰიპო- და ავიტამინოზების პროფილაქტიკა; - გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა; - გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ; - გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად; - მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს გაზრდილი მოთხოვნილება ვიტამინებზე;
მიღების წესი და დოზირება სანოვიტი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, 1-ჯერ დღეში. წლამდე ასაკის ბავშვებში სიროფის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5 მლ-ს დღე-ღამეში. 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – სიროფის 7.5 მლ დღე-ღამეში. ბავშვებში 5 წლის ასაკიდან – სიროფის 10 მლ დღე-ღამეში. მოზრდილებში – სიროფის 10-15 მლ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება დოზის შემთხვევითი გადაჭარბებისას ნაჩვენებია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან გასათვალისწინებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი დოზების არასასურველი ზემოქმედება ორგანიზმზე. უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.