უნილატი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ ფლაკონი #1

უნილატი წვეთები თვალის 0.005% 2.5მლ ფლაკონი #1

სლოვაკეთი

უნიმედ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Latanoprostum

რას წარმოადგენს უნილატი და რისთვის გამოიყენება
უნილატი მიეკუთვნება პროსტაგლანდინების ანალოგების ჯგუფის პრეპარატებს.
მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია თვალშიდა სითხის
განდევნის გაძლიერებასთან.
უნილატი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და მომატებული
ოფთალმოტონუსის მქონე პაციენტებში. ორივე ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თვალშიდა წნევის მომატებასთან, რაც მოქმედებს მხედველობაზე.
უნილატის გამოყენება ასევე შესაძლებელია თვალშიდა წნევის და გლაუკომის
სამკურნალოდ ჩვილებში და ბავშვთა ნებისმიერ ასაკში.

რა უნდა იცოდეთ უნილატის გამოყენებამდე
უნილატის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილ მამაკაცებში და ქალებში
(ხანდაზმულ ასაკშიც) და ბავშვებში დაბადებიდან 18 წლამდე. უნილატის ეფექტი არ არის შესწავლილი ნაადრევად გაჩენილ ჩვილებში (ჰესტაციური ასაკის 36 კვირაზე ნაკლები).

არ გამოიყენოთ უნილატი შემდეგ შემთხვევებში
თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლატანოპროსტის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ

ორსულობის პერიოდი ან თუ ცდილობთ დაორსულებას;
ლაქტაციის პერიოდი.

როგორ გამოიყენება უნილატი
ყოველთვის გამოიყენეთ უნილატი თქვენი, ან თქვენი ბავშვის, მკურნალი ექიმის დანიშნულებით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენი ან თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს:
ჩვეულებრივ, დოზა მოზრდილებისთვის (მათ შორის ხანდაზმული ასაკის
პირებისთვის) და ბავშვებისთვის შეადგენს ერთი წვეთი დღეში ერთჯერ
დაზიანებულ თვალში (თვალებში). ჩაწვეთება უმჯობესია მოხდეს საღამოს
საათებში.

არ გამოიყენოთ უნილატი დღეში ერთ ჯერზე უფრო მეტი სიხშირით. პრეპარატის ხშირი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს მისი ეფექტურობა.
უნილატი გამოიყენება თქვენი ან თქვენი ბავშვის მკურნალი ექიმის მიერ
მითითებული ინსტრუქციით და ხანგრძლივობით.
შეტყობინება გვერდითი რეაქციის განვითარებისას
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაცია ასევე შესაძლებელია განთავსდეს: სამკურნალო საშუალებების კონტროლის სააგენტოს მისამართზე, დამიან გრუევის ქ. #8, 1303 სოფია, ტელ.: +35928903417, ვებ გვერდის მისამართზე: www.bda.bg გვერდითი რეაქციების განვითარებასთან დაკავშირებული შეტყობინებით თქვენ გააუმჯობესებთ ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
დაზუსტებაში.

როგორ ინახება უნილატი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მუყაოს შეფუთვაზე და ბოთლზე
მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად
ითვლება მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
პირველ გახსნამდე: ინახება მაცივარში (2-8⁰C ტემპერატურაზე). არ იყინება. ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
პირველი გახსნის შემდეგ: ინახება არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.
პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
უნილატი ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
უნილატი არ გამოიყენება ბოთლის ხილული გარეგანი დაზიანების შემთხვევაში ან თუ შეამჩნიეთ, რომ დამცავი გარსი დაზიანებულია. ასეთ შემთხვევაში დააბრუნეთ პრეპარატი აფთიაქში.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და
საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების
ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს
შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
უნიმედ ფარმა
ქვეყანა
სლოვაკეთი
ჯენერიკი
ლატანოპროსტი
დოზა
0.005%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
2.5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი