ჰიდროფეროლი კაფსულა 0.266მგ #10

ჰიდროფეროლი კაფსულა 0.266მგ #10

ესპანეთი

ფაეს ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - calcifediol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები

რას წარმოადგენს ჰიდროფეროლი და რისთვის გამოიყენება იგი
იგი შეიცავს D ვიტამინის ფორმას, კალციფედიოლს, რაც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის და მიღებული პრობლემების სამკურნალოდ, როდესაც თქვენ გესაჭიროებათ მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან საჭიროა მიღებებს შორის დროის შუალედი. D ვიტამინი ჩართულია ადამიანის სხეულში კალციუმის აბსორბაციის ზრდისთვის.
ჰიდროფეროლი გამოიყენება:
მოზრდილებში:
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა, იმ შემთხვევაში სადაც საჭიროა მკურნალობის დაწყება დიდი დოზებით ან სასურველია მიღებებს შორის დროის შუალედი, შემდეგ სიტუაციებში:
- ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობა
- მალაბსორბაციის სინდრომის მქონე პაციენტები (საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა)
- ოსტეოდისტროფია (ძვლის პრობლემები) ან კალციუმის ნაკლებობა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით
- კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით (ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს) გამოწვეული ძვლის პრობლემები.

ჰიდროფეროლის მიღება
პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ მეტი პრეპარატი ან მეტი სიხშირით ვიდრე დანიშნულია თქვენი ექიმის მიერ (ყოველკვირა, კვირაში ორჯერ ან ყოველთვიურად). მიღების შემთხვევაში იზრდება ჭარბი დოზირების რისკი.
დოზები იცვლება პაციენტის ან ჩვენებების მიხედვით. ექიმი პერიოდულად უნდა დააკვირდეს კალციუმის და D ვიტამინის დონეს, ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებამდე და 3 თვის შემდეგ.
ჩვენების მიხედვით, დოზა შემცირდება თანდათან ან გაიზრდება მიღებებს შორის დროის ინტერვალი როდესაც სიმპტომები გაუმჯობესდება ან აღმოიფხვრება D ვიტამინის დეფიციტი.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა არის 1 კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) თვეში ერთჯერ.
D ვიტამინის უკმარისობა: რეკომენდებულია ერთი კაფსულის მიღება (0.266 მგ კალციფედიოლი) ყოველ თვე, 2 თვის მანძილზე.
D ვიტამინის დეფიციტი: რეკომენდებულია საწყისი დოზის ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება ყოველთვე, 4 თვის მანძილზე.
D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, ოსტეოპოროზის მხარდამჭერი მკურნალობისთვის რეკომენდებულია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) ყოველთვე, 3-4 თვის მანძილზე.
არიან D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოპულაციები, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ პრეპარატის მიღება უფრო დიდი დოზებით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ ექიმი მიიჩნევს მიზანშეწონილად, დეფიციტის ხარისხის მიხედვით, სისხლის შესაბამისი ანალიზის გაკეთების და ამ დონის რეგულარული კონტროლის შემდეგ:
თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია: რეკომენდებულია ერთი კაფსულა (0.266 მგ კალციფედიოლი) კვირაში ან ორ კვირაში.
კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით ინდუცირებული ძვლის პრობლემები: რეკომენდებულია ერთი კაფსულის (0.266 მგ კალციფედიოლი) მიღება თვეში ერთხელ.
D ვიტამინის დიდი დეფიციტის ან მალაბსორბაციის მქონე პაციენტებში, თავდაპირველი დოზა უნდა განმეორდეს კვირაში ერთხელ მკურნალობის დაწყებიდან (ერთი კაფსულა), შემდეგ მოჰყვება ერთი კაფსულა თვეში ერთხელ ოთხი თვის მანძილზე, 25-OH-ქოლეკალციფეროლის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლი. ამ დონის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან დოზის მიღების სიხშირის გაზრდა. მკურნალობა ან მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეწყდეს, მას შემდეგ, რაც მკურნალობის პერიოდში დასტაბილურდება მოცულობა.
გამოიყენება პერორალურად
თუ მიგაჩნიათ, რომ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ღებულობთ მეტ ჰიდროფეროლს ვიდრე უნდა ღებულობდეთ
თუ ამ პრეპარატს ღებულობთ იმაზე მეტი რაოდენობით და/ ან ხანგრძლივი პერიოდით ვიდრე ექიმმა დაგინიშნათ (ჭარბი დოზა), შეიძლება აღმოჩნდეს ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე), ასევე ფოსფატები შარდში და სისხლში, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თირკმლის უკმარისობას. ტოქსიკურობის ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ადრე და სხვები მოგვიანებით. პირველადი სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაეს ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
კალციფედიოლი
დოზა
0.266მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი