ჩვენებები: ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპათია); თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი; თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება (ქალა-ტვინის და თავზურგტვინის ტრავმა, თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა); პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, ძილის დარღვევა, ეპილეფსია; პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები; გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად; სტრესულ სიტუაციებში-ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში), დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ყურადღების დეფიციტის არსებობით; ახალგაზრდა ასაკის პირებში მეხსიერების გაუმჯობესება; ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც მიმდინარეობენ კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით; გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი; დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია); ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; დიაბეტური რეტინოპათია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ბავშვებში: 12 წლიდან 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-3 თვე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 30.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
შენეხვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერებზე. აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: ,,შელბიფარმა” “Shelbypharma”, დიდი ბრიტანეთი.