დუოტრიფსინი კაფსულა 600მგ #30

დუოტრიფსინი კაფსულა 600მგ #30

ბულგარეთი

ფორტექსი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - დუოტრიფსინი კაფსულა 600მგ #30

აღწერილობა
ცილოვანი ბუნების პროტეოლიზური კომბინირებული საშუალება. მიიღება მსხვილი რქოსანის საქონლის კუჭქვეშა ჯირკვლისგან.
ტრიფსინი პროტეოლიზური მოქმედების ფერმენტია, რომელიც მიიღება პირუტყვის კუჭქვეშა ჯირკვლისგან. ტრიფსინს გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები, შეუძლია დაშალოს ქსოვილის მკვდარი უბნები, ფიბრინოზული წარმონაქმნები, ბლანტი სეკრეცია და ექსუდატები. ფერმენტი არააქტიური და უსაფრთხოა ჯანმრთელ ქსოვილებთან მიმართებაში, მათში ტრიფსინის ინჰიბიტორების (სპეციფიკური და არასპეციფიკური) არსებობის გამო. გავლენას არ ახდენს ჰემოსტაზის სისტემაზე.
ქიმოტრიფსინი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პანკრეასიდან მიღებული პროტეოლიზური ფერმენტია. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ვინაიდან ანთების ფაქტორებია ცილები ან მაღალმოლეკულური პეპტიდები (ბრადიკინინი, სეროტონინი, ნეკროზული პროდუქტები და ა.შ.). ის ახდენს ნეკროზული ქსოვილების ლიზისს, სიცოცხლისუნარიან უჯრედებზე ზემოქმედების გარეშე, მათში სპეციფიური ანტიფერმენტების არსებობის გამო.
გამოყენებისრეკომენდაციები
სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს როგორც დამხმარე საშუალება.
მიღების წესი
დუოტრიპსინი მიიღება პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა დანამატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან (ექიმთან).
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.
ვარგისობა: 24 თვე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფორტექსი
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
ტრიფსინი+ქიმოტრიფსინი
დოზა
600მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი