ეტოდინ ფორტი ტაბლეტი 400მგ #28

ეტოდინ ფორტი ტაბლეტი 400მგ #28

თურქეთი

ნობელ ფარმა ილაჯ
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400მგ ეტოდოლაკს და საღებავის სახით რკინის წითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდს (E171).

ჩვენებები: ეტოდინი ფორტის შემოგარსული ტაბლეტი ნაჩვენებია: შემდეგი მდგომარეობების მწვავე ნიშნებისა და სიმპტომების გრძელვადიანი მართვისთვის: ოსტეოართრიტი, რევმატული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; სხვადასხვა სახის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვისას.

უკუჩვენებები: ეტოდინი ფორტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ. აქტიური ან ანამნეზში მორეციდივე პეპტიური წყლული-ჰემორაგია (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი მკაფიო ეპიზოდი). არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებშიც ადრე გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის გამონაყარი) იბუპროფენით, ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპიისას.

ქალებში ფერტილობის დარღვევა: ეტოდოლაკის გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ქალებში ფერტილობის დარღვევა და ის რეკომენდებული არ არის იმ ქალებისათვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა თანდაყოლილი ანომალიები; თუმცა, ეს მოვლენები დაბალი სიხშირით ვლინდება. ნაყოფის კარდიოვასკულურ სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით (არტერიული სადინრის დახურვის რისკი), ორსულობის ბოლო ტრიმესტრში გამოყენება უკუნაჩვენებია. შეიძლება დაყოვნდეს მშობიარობის დაწყება და გაიზარდოს მშობიარობის ხანგრძლივობა სისხლდენის მომატებული ტენდენციით, როგორც დედასთან, ისე ბავშვთან. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ორ ტრიმესტრში ან მშობიარობისას, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის არ აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია: დღეისათვის არსებული შეზღუდული კვლევებით, არასატეროიდული ანთების-საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება დედის რძეში გადავიდნენ ძალიან დაბალი კონცენტრაციებით. ეტოდოლაკის უსაფრთხოება ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის. თუ შესაძლებელია, ეტოდინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ლაქტაციის დროს.

დოზირება და მიღების წესი: დოზირება: არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება, შემცირდეს სიმპტომების საკონტროლო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის ყველაზე მცირე პერიოდში გამოყენებით. ანალგეზია: მწვავე ტკივილისას ეტოდინი ფორტის რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზა არის 1000მგ-მდე, რომელიც მიიღება 200-400მგ ყოველ 6-8 საათში. 1000მგ-ზე მეტი დღეში ეტოდოლაკის დოზები სათანადოდ შესწავლილი არ არის კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით.
ოსტეოართრიტი და რევმატული ართრიტი: ეტოდინი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა ოსტეოართრიტი ან რევმატული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამართავად: 400მგ დღეში ორჯერ. უფრო დაბალი დოზა 600მგ დღეში შეიძლება საკმარისი იყოს გრძელვადიანი გამოყენებისათვის. ექიმებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეში 1000მგ-ზე მეტი დოზები სათანადოდ შესწავლილი არ არის კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით.
ქრონიკული მდგომარეოებებისას, ეტოდინი ფორტით თერაპიაზე პასუხი ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის პირველ კვირაში, თუმცა უფრო ხშირად, ორ კვირაში. დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევის შემდეგ, პაციენტისთვის დოზა უნდა გადაიხედოს და დაკორექტირდეს საჭიროების მიხედვით.

მიღების წესი: შიგნით (პერორალურად) მისაღდები. სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური პოპულაციები: პედიატრიული პოპულაცია:
ეტოდინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებში.
შენახვის წესი: ინახება 25C-მდე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ფარმა ილაჯ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ეტოდოლაკი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი