ჩვენება: ორსულობისათვის მზადების პერიოდი; ორსულთა ტოქსიკოზები; ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა; ორსულებში ანემიის პრევენცია და მკურნალობა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები: მიიღება ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
უპირატესობები: ვიტაპრეგი-ეფექტური, უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც შემადგენლობით აკმაყოფილებს ევროპულ და ეროვნულ გაიდლაინებს; საუკეთესო არჩევანია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში; გაჩნია უსაფრთხოების მაღალი პროფილი; ხასიათდება ნაკლები გვერდითი მოვლენებით და ალერგიული რეაქციებით; გააჩნია ერთჯერადი სადღეღამისო დოზირების მეთოდი; ახასიათებს ეკონომიური მკურნალობის კურსი.
გვერდითი მოვლენები: ნებისმიერის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.