კაპსადორი კრემი 0.075% 45გრ #1

კაპსადორი კრემი 0.075% 45გრ #1

თურქეთი

ბერკო ილაჩ
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერებები: თითოეული 1 გრ კრემი შეიცავს 0.75 მგ კაპსაიცინს

ჩვენებები:
- ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც წარმოიქმნება კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე ნერვებიდან სირსველის (სარტყლისებრი ლიქენი) შემდეგ;
- ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტით გამოწვეული ხელების ან ფეხების ნერვის დაზიანება;
- სახსრების ანთების, სახსრების კალციფიკაციის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად.

დოზირება:
წაისვით კაპსადორი 3-4-ჯერ დღეში, თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული. თითოეულ წასმას შორის უნდა იყოს მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალი. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 8 კვირა, როდესაც კაპსადორი გამოიყენება დიაბეტით გამოწვეული ნერვული დაზიანების ტკივილის შესამსუბუქებლად.
- კრემის მცირე რაოდენობა (დაახლოებით ბარდის ზომის) თითებით უნდა შეიზილოთ მასაჟორის გამოყენებით სამკურნალო ადგილზე. გააგრძელეთ შეზელვა, სანამ კრემი უხილავი არ გახდება.
- დაიბანეთ ხელები დაუყოვნებლივ კაპსადორია გამოყენების შემდეგ, თუ არ მკურნალობთ ხელების ნერვულ დაზიანებას, როდესაც ხელების დაბანამდე უნდა გავიდეს 30 წუთი.
- კაპსადორის წასმის შემდეგ მან შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე წვის შეგრძნება ხელებზე.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ კაპსადორი
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობიარე) კაპსაიცინის ან კაპსადორია რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
დახეთქილ ან გაღიზიანებულ კანზე;
12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საჭიროების შემთხვევაში, ორსულობისას გამოიყენეთ თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.

ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ კაპსადორი ძუძუთი კვების დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შენახვის პირობები:
ინახება 25რC-ზე დაბალ (ოთახის) ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერკო ილაჩ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
კაპსაიცინი
დოზა
0.075%
ფორმა
კრემი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
45გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი