ორტოფენი ტაბლეტი 25მგ  #30

ორტოფენი ტაბლეტი 25მგ #30

რუსეთის ფედერაცია

ტატქიმფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - diclofenac
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ფენილძმარჟავას წარმოებულები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:^ნატრიუმის დიკლოფენაკი – 100 მგ/ 50მგ / 75მგ / 25მგ

ჩვენებები
საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი). სუსტად და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, მიალგია, ლუმბო-იშალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი. კომპლექსურ თერაპიაში ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, გამოხატული ტკივილის სინდრომით, (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, როგორც წესი ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

ორსულობა და ლაქტაცია
დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების, განავალში სისხლის არსებობის რეგულარული კონტროლი.
პაციენტებმა, პრეპარატის მიღების პერიოდში, თავი უნდა შეიკავონ იმ სახის მოქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს, ალკოჰოლის მიღებისაგან.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, გონების დაბინდვა, ბავშვებში – მიოკლონური კრუნჩხვა, გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის შეყვანა, სიმპტომური თერაპია, ფორსირებული დიურეზი. ჰემოდიალიზი მცირედ ეფექტურია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტატქიმფარმი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი