კეტალდინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ 1მლ ამპულა #10
კეტალდინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ 1მლ ამპულა #10

კეტალდინი ი/მ ი/ვ ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ 1მლ ამპულა #10

თურქეთი

რომფარმ კომპანი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: საინექციო ხსნარის თითოეული მილილიტრის შემადგენლობაში შედის 30მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი. შემავსებელი ცნობილი მოქმედებით: საინექციო ხსნარის თითოეული მილილიტრის შემადგენლობაში შედის 100მგ ეთილის სპირტი (96%) და 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი. შემავსებლების სრული ჩამონათვალი: ეთილის სპირტი 96%; ნატრიუმის ქლორიდი; დინატრიუმის ედეტატი; ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M; ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (1M ხსნარი pH-ის რეგულირებისთვის); საინექციო წყალი.

ჩვენებები: კეტალდინი გამოიყენება საშუალო და ძლიერი ინტენსივობის მწვავე ტკივილის, განსაკუთრებით პოსტ-ოპერაციული ტკივილის, ხანმოკლე მკურნალობისათვის.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია კეტოროლაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ასპირინისა და სხვა პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ანაფილაქსიური რეაქციები), ან აქვთ ალერგია დამხმარე ნივთიერებების მიმართ. კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ბრონქული ასთმა; კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ანგიოედემის, ბრონქოსპაზმის ან ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი; სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ მძიმე  ხარისხის გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა და თირკმელების უკმარისობა.
დოზირება და მიღების წესი: ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება დაახლოებით 30წთ-ში, მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვითარდება 1-2სთ-ის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის საშუალო ხანგრძლივობა ძირითადად 4-6 საათს შეადგენს. დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის ტკივილის სიმძიმისა და პაციენტის რეაგირების შესაბამისად.

დოზირება: მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: რეკომენდირებული დოზა დასაწყისში შეადგენს 10მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს, აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება გრძელდება 10-30მგ ყოველ 4-6 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ კეტალდინის შეყვანა შეიძლება ყოველ 2 საათში. რეკომენდებულია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 90მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 3 ამპულა), ხოლო ხანდაზმულებში, თირკმელების უკმარისობის მქონე და 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში-60მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლს (კეტალდინის 2 ამპულა). მაქსიმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
კეტოროლაკი
დოზა
30მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი