ჩვენებები ქცევითი დარღვევები ბავშვებში და მოზრდილებში თანდართული ყურადღების კონცენტრაციის დარღვევით, მომატებული აღგზნებადობით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით, სწავლის უუნარიანობით, საერთო სისუსტით. მიღების წესები და დოზები მოზრდილები და 12 წლის ზამოთ ასაკის ბავშვები: 5 გრანულა 1–3–ჯერ დღეში. 6 წლიდან – 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 3 გრანულა 1–3–ჯერ დღეში. 1 წლიდან – 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 გრანულა 1–3–ჯერ დღეში. მიღების სიხშირე შეიძლება შემცირდეს მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ. გრანულები მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (გრანულები უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მიღების მოხერხებულობისთვის გრანულები შეიძლება გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი). ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე არასასრველ ზეგავლენას ახდენს ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს მოწევა და ზოგადი უარყოფითი ცხოვრების სტილიც.
გვერდითი მოვლენები არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს, კინდინორმის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 1 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატით მკურნალობის 8 კვირის შემდეგ გაუმჯობესების არქონის ან მდგობარეობის გაუარესების შემთხვევაში შეცვალეთ მკურნალობის ტაქტიკა. შეიცავს საქაროზას.
ჭარბი დოზირება ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.