საერთაშორისო დასახელება - Extr.Adhatoda vasika,Glycyrrhiza,Grindel შემადგენლობა: ყოველი 10 მლ შეიცავს: ადჰადოტა ვაზიკას (Adhatoda vasika) მშრალი ექსტრაქტი 100 მგ. სუროს ფოთლების (Hedera helix) ექსტრაქტი 175 მგ მრგვალფოთოლა დროზერას (Drozera rotundifolia) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) მშრალი ექსტრაქტი 40 მგ ბეგქონდარას (Thymus vulgaris) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ გრინდელიას (Grindelia Robusta) მშრალი ექსტრაქტი 50 მგ ყაყაჩოს ყვავილის (Papaver rhoeas) მშრალი ექსტრაქტი 50 მგ C ვიტამინი 30 მგ თუთიის ციტრატი 4,5 მგ დამხმარე ნივთიერებები: მოცხარის ნატურალური წვენი, ფრუქტოზა, ევკალიპტის თაფლი.
ჩვენება: - სასუნთქი გზების მწ. და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით (ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი) - მონოთერაპია ვირუსული ეტიოლოგიის ხველის დროს - ყივანახველა - ბრონქული ასთმა - ტუბერკულოზი - ლარინგიტი, ფარინგიტი, რინოსინუსიტი
დოზირების რეჟიმი: 0-1 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში (აუცილებელია მეთვალყურეობა). 1-6 წლამდე ბავშვებში: საზომი მენზურის 1/4 (5 მლ) 3-ჯერ დღეში. ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში: 1 მთლიანი დოზა (10 მლ) 3-ჯერ დღეში. სოლტუქსის სიროფი მიიღება საკვების მიღების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს დღეში 4-ჯერ.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით (რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი Adhatoda vasika იწვევს საშვილოსნოს ტონუსის მომატებას). პრეპარატი ინიშნება ლაქტაციის დროს.