აცც ექსტრა ტაბლეტი შუშხუნა 600მგ #10

აცც ექსტრა ტაბლეტი შუშხუნა 600მგ #10

გერმანია

ჰერმეს არცნაიმიტელი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს. დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის უწყლო კარბონატი, მანიტოლი, უწყლო ლაქტოზა, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი, ლიმონის არომატიზატორი „BB“.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალებები.

ჩვენებები: ბლანტი ნახველის გათხელება და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გაადვილება. მწვავე, ქრონიკული და ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ბრონქული ასთმა, მუკოვისციდოზი, სინუსიტები.

დოზირება და მიღების წესი: 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და მოზრდილები: ნახევარი შუშხუნა ტაბლეტი დღეში ორჯერ ან 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ჭამის შემდეგ. ტაბლეტი წინასწარ უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში. სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს. გაციებით გამოწვეული ხანმოკლე დაავადებების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება 4-5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ქრონიკული ბრონქიტის და მუკოვისციდოზი: მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 3-6 თვე.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ. აქტიური პეპტიური წყლული. 14 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ძუძუთი გამოკვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფარდების მკაცრი შეფასების შემდეგ.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ აღნიშნულა.

ჭარბი დოზირება: აქამდე ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევები, არ არის დაფიქსირებული. ჭარბი დოზირების დროს შეიძლება წარმოიქმნას სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. საჭიროებისას ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები ნაჭდევითა და ლიმონის სუნით. შეფუთულია ალუმინისა და ქაღალდის ლამინირებულ ფოლგაში, რომელიც შუშხუნა ტაბლეტების ჰერმეტული შეფუთვისთვის არის განკუთვნილი. შეფუთვაშია #10 შუშხუნა ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ჰერმეს არცნაიმითელ გმბჰ, გერმანია.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: სანდოზი ფარმასიუტიკალს დ.დ., ვეროვშკოვას 57, ლუბლიანა, სლოვენია.

სერიის გაშვებაზე პასუხისმგებელი: სალუტას ფარმა გმბჰ, გერმანია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰერმეს არცნაიმიტელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
აცეტილცისტეინი
დოზა
600მგ
ფორმა
ტაბლეტი შუშხუნა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი