ნიზიტა სპრეი ცხვირის 20მლ ფლაკონი #1
ნიზიტა სპრეი ცხვირის 20მლ ფლაკონი #1

ნიზიტა სპრეი ცხვირის 20მლ ფლაკონი #1

გერმანია

ენგელჰარდი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Sodium chloride, sodium hydrocarbonate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
რას შეიცავს ნიზიტა დოზირებული სპრეი?
1 მლ იზოტონური ხსნარი შეიცავს 3,3 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 8,3 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს.
სხვა კომპონენტები: გამოხდილი წყალი.

როდის გამოიყენება ნიზიტა დოზირებული სპრეი?
ნიზიტა დოზირებული სპრეი წარმოქმნის ჰაეროვანი შხეფს და გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს
• ცხვირის გაჭედვა, მაგ. სურდოს დროს დამხმარე თერაპიისთვის
• ცხვირის ლორწოვანი გარსის გასუფთავება და დატენიანება, მაგ. ოთახში მშრალი ჰაერის დროს
• ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად.
ნიზიტა დოზირებული სპრეი კონსერვანტების გარეშე განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის.
როგორ უნდა გამოიყენოთ ნიზიტა დოზირებული სპრეი?
საჭიროებისამებრ მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლიდან) რამოდენჯერმე ყოველდღიურად 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებში (2 წლამდე) 1 შესხურება თითოეულ ნესტოში.

გამოყენება:
გამოყენებამდე მოხსენით დამცავი თავსახური. თეთრ ბუნიკს (სპრეის ცხვირის ნაწილს) რამოდენჯერმე დააჭირეთ იქამდე, ვიდრე არ მოხდება პირველი გამოფრქვევა. ამის შემდეგ დოზირებული სპრეი უკვე მზად იქნება ყოველი შემდგომი გამოყენებისთვის.
შეიყვანეთ ბუნიკი ცალ ნესტოში და გამოიყენეთ სატუმბი მექანიზმი. (სურათი 2). ამასთან გეჭიროთ ჭურჭელი ვერტიკალურად და თავი არ გადახაროთ უკან. შესხურების პროცესში ჩაისუნთქეთ ცხვირით მსუბუქად. ბოლოს დაჭერილი ხელი ადაპტორს გაუშვით თანდათანობით.
ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ინფექციების თავიდან ასაცილებლად ყოველი დოზატორი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ. გამოყენების შემდეგ დოზატორი უნდა გაირეცხოს, გაშრეს და ჭურჭელს კვლავ დაეხუროს თავსახური.
რამდენი ხანი შეგიძლიათ ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოიყენება?
საჭიროების შესაბამისად შეიძლება ნიზიტა დოზირებული სპრეი გამოყენებული იქნეს ხანგრძლივი პერიოდით. თუკი 14 დღიანი მკურნალობის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ნიზიტა დოზირებული სპრეის?
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.
კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შეფუთვაზე და ჭურჭლის ეტიკეტზე აღნიშნულ ვადაში. გახსნის შემდეგ ნიზიტა დოზირებული სპრეის გამოყენება დასაშვებია 6 კვირის განმავლობაში.

ცხვირის სიმშრალე
ეს არის პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს. მშრალ კლიმატში ცხვირში წარმოქმნილი ფუფხი და ქერქის ფენები არა მხოლოდ მომაბეზრებელია, არამედ ის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. ინფექციის რისკი მომატებულია, ასევე სუნთქვა, ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარი დარღვეულია. რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებას.
ლორწოვან გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზები:
• გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
• გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატიული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.
• ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს
• მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები
• ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ენგელჰარდი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ნატრიუმის ქლორიდი+ნატრიუმის ჰიდროკარბონატი
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი