შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: 10*9 ცოცხალ Lაცტობაცილლუს რეუტერი -ის ბაქტერიას.დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი. ფარმაკოლოგიური მოქმედება: Lactobacillus Reuteri ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას, რძემ- ჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში. Lაცტობაცილლუს რეუტერი გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის PH-სა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი. Lactobacillus Reuteri გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობით პათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას: რეუტერინი _ ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი;თრგუნავს სხ/სხ გრამ + და გრამ - ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და ა.შ.); რეუტერიციკლინი _ ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით; რეუტერიცინი _ ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.
ჩვენება: უH.pyloryის ერადიკაციის კომლექსური მკურნალობა უ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უ ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი) მიღების წესი და დოზირება: 1 წლიდან ერთი პაკეტი დღეში, მოზრდილებში 1-2 პაკეტი დღეში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. პაკეტის შიგთავსი გაიხსნას 1ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. გვერდითი ეფექტები: დადგენილი არ არის. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა 3გ პაკეტი ფორთოხლის არომატით N20 მწარმოებელი: Medi base, იტალია.