მეგასეფი ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 750მგ ფლაკონი+გამხსნელი #1
მეგასეფი ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 750მგ ფლაკონი+გამხსნელი #1

მეგასეფი ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 750მგ ფლაკონი+გამხსნელი #1

თურქეთი

ნობელ ფარმა ილაჯ
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - cefuroxime
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მეორე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა:
მეგასეფი 750 მგ ი.მ/ი.ვ ინექციისათვის შეიცავს უწყლო ცეფუროქსიმის ნატრიუმს, რაც 750 მგ ცეფუროქსიმისა და 42მგ (1.8 მმოლი) ნატრიუმის ექვივალენტურია. 750 მგ ამპულის შემცველობის გახსნის შემდეგ მიიღება 0.53 მლ.

ჩვენებები და გამოყენების წესი
საინექციო მეგასეფი ნაჩვენებია მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ქვედა სასუნთქი გზის ინფექციები: მათ შორის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფექციური ბრონქოექტაზი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი და პოსტოპერაციული პულმონური ინფექციები გამოწვეული შემდეგი შტამებით: Streptococcus pneuminiae, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Klebsiella spp., Staphylococcus aureus (პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus pyogenes და Escherichia coli..
შარდ-სასქესო გზების ინფექციები: მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, Escherichia coli და Klebsiella spp-ს მიერ გამოწვეული ასიმპტომატური ბაქტერურია.
კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები: მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი და წყლულოვანი ინფექციები გამოწვეული Staphylococcus aureus-ით (პენიცილინაზას და არაპენიცილიანაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Klebsiella spp. და Enterobacter spp.-ით.
სეპტიცემია: გამოწვეული შემდეგი შტამებით: taphylococcus aureus (პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus pneumoniae, Escherichia coli. Haemophilus influebzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Klebsiella spp.
მენინგიტი: გამოწვეული შემდეგი შტამებით: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae (ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis და Staphylococcus aureus (პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით).
გონორეა: განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პენიცილინი არაადექვატურია. Neisseria gonorrhoeae-თი (პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით) გამოწვეული გაურთულებელი და დისემინირებული გონოკოკური ინფექციები.

დოზირება და მიღების წესი:
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმი ნიშნავს განსხვავებულ დოზირებას, გამოყენებული უნდა იყოს დოზირების შემდეგი რეჟიმი:
მოზრდილები: მოზრდილებში დოზა მერყეობს 750მგ - 1.5გ-მდე ყოველ 8 საათში, ჩვეულებრივ 5-10 დღის განმავლობაში.
საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციების, კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციების, დისემინირებული გონოკოკური ინფექციებისა და გაურთულებელი პნევმონიის დროს, რეკომენდებულია 750 მგ დოზის მიღება ყოველ 8 საათში.
მწვავე და გართულებული ინფექციების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს ყოველ 8 საათში.
ძვალ-სახსართა ინფექციების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს ყოველ 8 საათში.
სიცოცხლისათვის საშიში და ნაკლებად მგრძნობიარე საშუალებებით გამოწვეული ინფექციების დროს მიიღება 1.5 გ ყოველ 6 საათში.
ბაქტერიული მენინგიტის დროს დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3გ-ს ყოველ 8 საათში.
რეკომენდებული დოზა გაურთულებელი გონოკოკური ინფექციის დროს არის 1.5 გ, რომელიც მიიღება ინტრამუსკულარულად ერთჯერადი დოზის სახით 2 განსხვავებულ ადგილას 1 გ პრობენიციდთან ერთად.
პროფილაქტიკისათვის ქირურგიული ოპერაციების დროს ინტრავენურად კეთდება 1.5 გ ოპერაციის დაწყებამდე (პირველ გაჭრამდე დაახლოებით ნახევარი-ერთი საათით ადრე). ამის შემდეგ მიიღება 750 მგ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად ყოველ 8 საათში ხანგრძლივი ოპერაციის შემთხვევაში.
გულის ღია ოპერაციის დროს პროფილაქტიკისათვის შიდავენურად კეთდება 1.5 გრამი ანესთეზიის ინდუქციის დროს და შემდეგ ყოველ 12 საათში. საერთო მიღებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 გრამს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ფარმა ილაჯ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ცეფუროქსიმი
დოზა
750მგ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი+გამხსნელი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი