შემადგენლობა: ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილით აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ჰიდროქსოკობალამინი 10 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, ქლორწყალბადმჟავა. ამპულა გამხსნელით აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: კალიუმის დიკლოფენაკი 75 მგ, ბეტამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2.63 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. დიკლოფენაკი, კომბინაციები.
ჩვენებები: რევმატიზმის გამწვავება, ანთებითი მონო- და პოლინეიროპათია.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში კუნთშიდა ინექციის სახით. ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველი ფლაკონის შიგთავსი იხსნება გამხსნელის ამპულის შემადგენლობით. ინექცია ტარდება რამდენიმე საათიანი ინტერვალით დღეში 1-2-ჯერ, ღრმად კუნთში. პრეპარატი ბუმანოლი არ გამოიყენება 2 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ეფექტური დოზით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და სხვა აასს მიმართ; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში; კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმა; სისტემური სოკოვანი ინფექციები; აქტიური ტუბერკულოზი; ოსტეოპოროზი; იცენკო-კუშინგის სინდრომი; შაქრიანი დიაბეტი; ჰეპატიტი A, B და სხვა ვირუსული ინფექციები; ვაქცინაციის პერიოდი; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; კუნთში შეყვანა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის მქონე პაციენტებში; პოდაგრა; სისტემური კოაგულანტებით მკურნალობა; ბავშვთა ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ღებინება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში ან კრუნჩხვები. მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შესაძლებელია თირკმელების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. მკურნალობა: მოიცავს შემანარჩუნებელ ღონისძიებებს და სიმპტომატურ მკურნალობას. საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა, სითხის ოპტიმალური მოხმარების შენარჩუნება და ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი შრატში და შარდში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: მოწითალო-ვარდისფერი ლიოფილიზირებული ფხვნილი; გამხსნელი: უფერო ან მკრთალი ვარდისფერი, გამჭვირვალე ხსნარი. საინექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, თავდახურული ბრომბუთილის საცობით და კომბინირებული თავსახურით, გამხსნელთან კომპლექტში 3 მლ-იან ამპულაში. ლიოფილიზირებული ფხვნილის 1 ფლაკონი და გამხსნელის 1 ამპულა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში, მუყაოს გამყოფით.
შენახვის პირობები: ინახება ნესტისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.