ბლოკიუმ გელი 1.16% 50გრ ტუბი #1

ბლოკიუმ გელი 1.16% 50გრ ტუბი #1

არგენტინა

ლაბ. კასასკო
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი 100გ გელი შეიცავს: დიკლოფენაკის დიეთილამინს 1,16გ%. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი 15,00მლ; იზოპროპილ ალკოჰოლი 15,00მლ; ნიპასოლი 0,05გ; ნიპაგინი 0,10გ; კარბოპოლი 940 1,20გ; ლავანდას ესენცია 0,20მლ; დიეთილამინი ც.ს.პ. pH7-8, დინატრიუმის ედტა 0,03გ; დემინერალიზებული წყალი ც.ს.პ. 100,00გ.

თერაპიული მოქმედება: გარეგანი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.

ჩვენებები: ტკივილის და ადგილობრივი ანთების სიმპტომური მკურნალობა.

დოზირება და გამოყენების წესი: საჭიროა მსუბუქი მასაჟი, რათა მოხდეს კანში შეღწევა. სამკურნალო ადგილის ზომის მიხედვით, 2-4გ, 2-5სმ ზედაპირისთვის, 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების შემდეგ, საჭიროა ხელების დაბანა, თუ არ ხდება მათი მკურნალობა.
გამოყენება ხანდაზმულებში: იგივე, რაც მოზრდილებში.

უკუჩვენებები: პაციენტები ასთმით, ან მის გარეშე, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმის შეტევები, რინიტი ან ურტიკარია, რასაც იწვევს ასპირინი, ამ რომელიმე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. გამოყენება ბავშვებში: არ არის რეკომენდებული, რადგანაც დოზები და ჩვენებები ამ ჯგუფში არ არის განსაზღვრული.

გაფრთხილებები:: ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ამ მდგომარეობებში მისი უსაფრთხოება არ არის დადასტურებული. ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორების გამოყენემამ შეიძლება განაპირობოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა ან საშვილოსნოს ინერცია.
თავიდან უნდა იყოს აცილებული მზეზე მოხვედრა, ფოტოსენსიტიურობის რეაქციის განვითარების რისკის გამო.დოზის გადაჭარბება: დაბალი სისტემური შეწოვის დიაპაზონის გამო, ნაკლებად მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება. შემთხვევითი ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მიღებული უნდა იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ინტოქსიკაციის სამკურნალო ზომები (სიმპტომური და დამხმარე ზომები). დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდეს ტოქსიკოლოგიის ცენტრს.

წარმოდგენილია: ტუბი 50გ.

გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

შენახვის წესი: ინახება გრილ და მშრალ, სასურველია 15-30C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გარეგანი გამოყენებისთვის-დაუშვებელია გადაყლაპვა.

დამზადებულია არგენტინაში ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ქ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. კასასკო
ქვეყანა
არგენტინა
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
1.16%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი