საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous fumarate, Calcium, zinc oxide კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: Realmus ind. Co Ltd მწარმოებელი ქვეყანა: აშშ გამოშვების ფორმა: 1000მგ კაფსულა №100 გაცემი სრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ) შემადგენლობა 1 კაფსულის შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი 1000 მგ (ელემენტური კალციუმი 300 მგ) რკინის (II) ფუმარატი 15 მგ, თუთიის (II) ოქსიდი 6 მგ. აღწერილობა მოგრძო ფორმის, ყავისფერი რბილი კაფსულა. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულატორი. ჩვენება კალციუმის დეფიციტი, სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი, მოტეხილობები (კომპლექსურ თერაპიაში), ორსულობა და ლაქტაცია, ჰორმონული სტატუსის დარღვევა: მენოპაუზა და მისი წინა პერიოდი, ოვარექტომია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა, თირკმელჩანაცვლებითი თერაპია (დიალიზი).
მიღების წესი და დოზირება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში ან 2 კაფსულა ერთხელ დღეში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემია; ჰიპერკალციურია; თირკმლის მძიმე უკმარისობა; შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); აქტიური ტუბერკულოზი.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულის რევა, გასტრალგია, დიარეა; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია (სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება).