გალეგადეპი ტაბლეტი #30

გალეგადეპი ტაბლეტი #30

სან-მარინო

ერბოზეტა
პროდუქტის შესახებ
გალეგადეპი®
Gალეგადეპ®
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის კარბონატი........295 მგ.
კამას თესლის ექსტრაქტი (Fოენიცულუმ ვულგარის) ……………............…….... 150 მგ.
ხბოშუბლას ღეროს და ყვავილის ექსტრაქტი (Gალეგა ოფფიცინალის)….. 65 მგ.
მარიგოლდის ყვავილის ექსტრაქტი (თაგეტეს ერეცტა) ………………………. 15 მგ.
ვიტამინი D…………………………………………………………………………………………….. 7,5 მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კამას აირებისგან განმათავისუფლებელი და
სპაზმოლიზური მოქმედების გარდა აქვს გალაქტოგენური თვისებები. მისი გამოყენება
ზრდის მელოგინეებში რძის გამომუშავებას. ხბოშუბლა ხელს უწყობს რძის
გამომუშავებას, აუმჯობესებს სარძევე ჯირკვალში სისხლის მიმოქცევას და მის
ტროფიკას, რითაც გამოიხატება მისი გალაქტოპოეტინური ეფექტი მეძუძურ ქალებში.
არა მარტო ზრდის რძის რაოდენობას, არამედ აუმჯობესებს მის ხარისხს. მარიგოლდის
ყვავილების ექსტრაქტი შეიცავს 20% ლუთეინს. ლუთეინი იცავს ბავშვის მხედველობის
ორგანოს დაზიანებისაგან, აქვს ძლიერი ანიოქსიდანტური თვისებები. ლუთეინის
ერთადერთი წყარო ახალშობილებისათვის დედის რძეა, რადგან ლუთეინი შედის
მხოლოდ ახალ ბოსტნეულში, რომელიც არ არის ახალშობილთა რაციონში. კალციუმი
და ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ფორმირებას და განვითარებას.
ბავშვი კალციუმს ღებულობს დედის რძიდან ძუძუთი კვების დროს. მეძუძურობის დროს
კალციუმისა და ვიტამინი D-ს მიღება აღმოფხვრის მათი დეფიციტის განვითარების
ალბათობას, ძვლების დემინერალიზაციის განვითარების რისკს და ხელს უწყობს
მეძუძური დედის ძვლოვანი სისტემის გამაგრებას.
ჩვენება: *ლაქტაციის გასაუმჯობესებელი საშუალება;
დოზირება: მიიღება ერთი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული
სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ
შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გალეგადეპი® არ შეიცავს წებოვანას, ლაქტოზას და გლუკოზას.
საკვები დანამატი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Eრბოზეტა შ.პ.A.
შტრადა დელლე შერიოლე 41/43
Lოც. Gალავოტტო (ზ.ინდ. Gუალდიცციოლო)
47894 ჩჰიესანუოვა (ღშM)
სან-მარინოს რესპუბლიკა
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ერბოზეტა
ქვეყანა
სან-მარინო
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+კამის თესლი+ხბოს შუბლა+მარიგოლდი+ვიტ დ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი