ნატრიუმის ქლორიდი ხსნარი საინფუზიო 0.9% 500მლ #1
ნატრიუმის ქლორიდი ხსნარი საინფუზიო 0.9%  500მლ  #1

ნატრიუმის ქლორიდი ხსნარი საინფუზიო 0.9% 500მლ #1

გერმანია

ბი/ბრაუნი
პროდუქტის შესახებ
სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი
სამკურნალო ფორმა: 0.9% საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდი 0,9გ

აღწერილობა:
მარილიანი უფერო გამჭვირვალე სითხე
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

ჩვენებები
დეჰიდრატაცია, რომელიც ვითარდება ღებინების, დიარეის, სხვადასხვა ეტიოლოგიის შოკის შედეგად, დიაბეტური კომის, დამწვრობების, ოპერაციის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად, მწვავე ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც აღინიშნება დეჰიდრატაცია, ინტოქსიკაციის დროს და ასევე როგორც სხვა პრეპარატების გამხსნელი.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად, უფრო ხშირად წვეთოვანი გადასხმის სახით. დოზირება ინდივიდუალურია, დამოკიდებულია წყლის და ელექტოლიტების დეფიციტზე.

უკუჩვენებები
პრეპარატი არ შეჰყავთ ჰიპერნატრიემიის დროს, ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც ვითარდება თავის ტვინის და ფილტვების შეშუპება, კორტიკოსტეროიდული საშუალებებით დიდი დოზებით მკურნალობის დროს.
ხსნარის დიდი მოცულობა სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების გამომყოფის ფუნქციის დარღვევით.
ხსნარის დიდი რაოდენობით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერქლორემიული აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, კალიუმის გაძლიერებული გამოყოფა ორგანიზმიდან.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა პლაზმის ელექტროლიტების და წყლის ბალანსის მონიტორინგი. სიფრთხილეა საჭირო ჰიპოკალიემიის დროს. ნატრიუმის ქლორიდის დიდი დოზებით გამოყენების დროს შესაძლოა განვითარდეს მარილების მოლეკულური კონცენტრაციის და კოლოიდური დისპერსიის დარღვევა.


შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბი/ბრაუნი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ნატრიუმის ქლორიდი
დოზა
0.9%
ფორმა
ხსნარი საინფუზიო
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
500მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი