სპაზმომენი ტაბლეტი 40მგ #30

სპაზმომენი ტაბლეტი 40მგ #30

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი
კალათის ფასდაკლება
-
6.59
პროდუქტის შესახებ
სპაზმომენის ტაბლეტები შეიცავს სამკურნალო საშუალებას სახელწოდებით ოტილონიუმის ბრომიდი.

ის მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით სპაზმოლიტიკები.
სპაზმომენი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კუნთებზე, ამცირებს მის ზედმეტად ძლიერ შეკუმშვებს და მათ სიხშირეს. შესაბამისად, პრეპარატი ამცირებს ნაწლავის სპაზმს და აწესრიგებს მის ზედმეტ მოძრაობით აქტივობას.

სპაზმომენი გამოიყენება 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის მტკივნეული სპაზმი, მუცლის შებერილობა და ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დარღვევა
-თუ გაქვთ ალერგია ოტილონიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სპაზმომენის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა (გლაუკომა).
- თუ გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (ასევე ეწოდება პროსტატის ჰიპერტროფია).
- კუჭიდან ნაწლავში გადასვლის შევიწროების შემთხვევაში (პილოროსტენოზი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი სპაზმომენი არ უნდა მიიღოთ, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღების აუცილებლობის შესახებ და თქვენ იმყოფებით მისი დაკვირვების ქვეშ.

მიღება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები (მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები და ხანდაზმული პირები)
მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით, სასურველია საკვების მიღებამდე 20 წუთით ადრე. ტაბლეტები არ გატეხოთ, არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპაზმომენი 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მოცემული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა
3 წელი.
მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ოტილონიუმის ბრომიდი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი