საერთაშორისო დასახელება - Ibuprofen ანთების საწინააღმდეგო იბუპროფენის 5% გელი
რადიან B შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის 5% იბუპროფენი. დამატებითი ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, იზოპროპილის სპირტი და გამოხდილი წყალი.
ჩვენება: იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. ისინი ხსნიან ტკივილს და ამცირებენ ანთებას. რადიან B გამოიყენება ზურგის ტკივილის, რევმატიული და კუნთების ტკივილის ან მყესების დაჭიმვის და სპორტული დაზიანებების დროს.
დოზირება მოზრდილები, ხანდაზმულები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: – ტუბიდან უნდა გამოვიდეს 5-დან 10 სმ-მდე გელი (შეიცავს 50-100 მგ იბუპროფენს) და მსუბუქად შეიზილება დაზიანებულ ადგილას მის სრულ შეწოვამდე. პროცედურა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. დაუშვებელია განსაზღვრული დოზის გადაჭარბება. ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
რადიან B დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გადაჭარბებული დოზის სიმპტომებია თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა და დაბალი არტერიული წნევა. შესაძლო გვერდითი მოვლენები – უეცრად განვითარებული ხიხინი; – სუნთქვის გაძნელება; – ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი, რაც შეიძლება მოიცავდეს მთელ სხეულს; – კანის აქერცვლა ან დაწყლულება. იშვიათად აღინიშნა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები: – გამოყენების ადგილას კანის რეაქციები, გამონაყარი, ქავილი; – მუცლის ტკივილი; – დისპეპსია – თირკმელის უკმარისობა (ძალიან იშვიათად) – ანამნეზში ასთმიან ან ალერგიულ პაციენტებში ასთმის სიმპტომები