/images/logo_ka.svg
მონოსანი ტაბლეტი 40მგ #30

მონოსანი ტაბლეტი 40მგ #30

ჩეხეთის რესპუბლიკა

პრო. მედ. ფარმა

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ISOSORBIDE MONONITRATE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანგინალური საშუალება ორგანული ნიტრატების ჯგუფიდან.
1 ტაბ. - იზოსორბიდ-5-მონონიტრატი ....... 20 მგ
1 ტაბ. - იზოსორბიდ-5-მონონიტრატი...... 40 მგ

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისათვის პაციენტებში, გულის იშემიური დაავადებით; აგრეთვე
გულის ქრონიკული უკმარისობის;
ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის;
პორტალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება ინდივიდუალურად, რომელიც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
მკურნალობა იწყება მინიმალური ეფექტური დოზით 1-3-ჯერ 10-20 მგ-ის ოდენობით. კლინიკური ეფექტის შესაბამისად ერთჯერადი თერაპიული დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 მგ-მდე (განსაკუთრებული შემთხვევების დროს 80 მგ-მდე) 1-3-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღება მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოვლთენები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპოტენზია, ორთოსტატული კოლაფსი, გლაუკომის გამწვავება, თავის ქალას შიდაწნევის მომატება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, გულისრევა, საერთო სისუსტე და გადაღლილბა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
პრო. მედ. ფარმა
ქვეყანა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯენერიკი
იზოსორბიდის მონონიტრატი
დოზა
40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat