ომესამი კაფსულა 1000მგ #20

ომესამი კაფსულა 1000მგ #20

გერმანია

იდი ფარმა ველტი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Oleum jecoris,Omega-3(EPA)(DHA),Vit.E
შემადგენლობა
ომესამის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) - 1000 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.

ჩვენებები
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

მიღების წესი და დოზირება
ომესამი ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები
ომესამის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 5-25რC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა ველტი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
თევზის ქონი (ომეგა-3)+გლუკოზამინი+ჰიალურონის მჟ+ვიტ ც
დოზა
1000მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი